ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელობისა და დაავადებების კონტროლის ნაციონალური ცენტრი გვაძლევს რამდენიმე რჩევას იმაზე თუ როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისგან. აცრის გაკეთება გრიპისგან თავის არიდების ყველაზე კარგი ხერხია
საქართველომ საფრანგეთისა და ჰოლანდიის წარმოების ვაქცინის 10 ათასი დოზა უკვე შეიძინა.

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპისგან უფასო აცრის გაკეთება შეუძლიათ პირებს რომლებიც მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს :ქრონიკული დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის პირები (დიაბეტი, დიალიზი); თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვები, მოხუცები და ამ დაწესებულებების თანამშრომლები; სამედიცინო დაწესებულებების მიმღები განყოფილებების, სასწრაფო დახმარების, რეანიმაციის, დიალიზისა და ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურე პერსონალი.
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ, სურვილისამებრ, გრიპისგან აცრის გაკეთება სახელმწიფოს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. აცრის ფასი - 25 ლარი (დაახლოებით $10,5).

 

საფეხურები

  1. 1 საჭიროა ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება.
    ბოსტნეული და ხილი არის ჯანმრთელი კვების მნიშვნელოვანი კომპონენტი. მათი, შესაბამისი რაოდენობით, ყოველდღიური მოხმარების წყალობით შესაძლებელია ბევრი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკა.
    ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით ზრდასრული ადამიანი დღეში უნდა იკვებოს მინიმუმ 400 გრ ხილ-ბოსტნეულით (კარტოფილისა და სხვა სახამებლის მქონე პროდუქტების გამორიცხვით)
  2. 2 აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.
    ხშირად დაიბანეთ ხელები, ჰიგიენა არის პირველხარისხოვანი ზომა ინფექციების თავიდან ასაცილებლად.
    ჯანდაცვისსაერთაშორისოორგანიზაცია გვირჩევს ხელების საპნითა და წყლით საგულდაგულოდ დაბანვა და გაშრობას. იმ შემთხვევაში თუ წყალთან და საპონთანწვდომა არ გაქვთ, საჭიროებისას შეგიძლიათ გაიწმინდოთ ხელები სპირტზე დამზადებული საშუალებებით. საპონი და სპირტიანი ანტისეფტიკი ერთდროულად არ გამოიყენება.
  3. 3 აუცილებელია ოთახების ხშირი განიავება - ვენტილაცია.
    შენობის ჰაერის მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის,მრავალი სახის გვხვდებიან: ყვავილების მტვრი, მცენარეების სპორები, ბაქტრერიის სხვადასხვა სახეობებით, სოკოებით, წყალმცენარეებით და ზოგიერთი უმარტივესებით დამთავრებული, როგორც გარედან შემოჭრილი, ასევე ადგილობრივი წარმოშობის. მათ მიეკუთვნება ასევე მიკროორგანიზმების და ალერგენების ფართო სპექტრი, რომლებიც გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს.
  4. 4 სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გრიპის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას მოვერიდოთ საზოგადოებრივ ადგილებსა და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.