top 8 მითი ორალური კონტრაცეფციის ტაბლეტებზე - rogor.ge

top 8 მითი ორალური კონტრაცეფციის ტაბლეტებზე

 

მითი პირველი: კონტრაცეპციის ტაბლეტებისგან წონა მატულობს? ეს არის ძალიან გავრცელებული მითი ორალურ კონტრაცეფციაზე. ხშირად ჩანს, რომ ქალები მართლაც იმატებენ წონაში, როდესაც სვამენ ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, მაგრამ, ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ ეს ფაქტი საერთოდ არ არის დაკავშირებული კონტრაცეფტივების მიღებასთან. ესტროგენმა ტაბლეტების სახით შეიძლება ზოგიერთი ქალბატონის ორგანიზმში გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, მაგრამ როგორც წესი, ეს გვერდითი მოვლენა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის. პროგესტინი ტაბლეტების ფორმით ხშირ შემთხვევაში შეიძლება მომატებული მადის მიზეზიც კი გახდეს, რაც იწვევს წონაში მომატებას.

 

მაგრამ ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ქალი იწყებს საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებას. ასევე ბევრ ქალბატონს გვერდითი მოვლენის სახით აღენიშნებათ შეშუპება, რომლის მოხსნა შესაძლებელია პრეპარატის დოზის თანდათანობითი შემცირებით. და საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად ქალები იწყებენ ორალური კონტრაცეფტივების მიღებას ცხროვრების ისეთ პერიოდში, როდესაც ზოგადად ცვლიან საკუთარი ცხოვრების წესებს. ეს შეიძლება უბრალოდ დაემთხვას წონის მომატებას. შედეგად, ქალს შეუძლია მომატებული წონა არასამართლიანად მიაწეროს კონტრაცეფტივებს, მიუხედავად იმისა რომ მიზეზი სულ სხვა რაღაც იყო.