როგორ მოვამზადოთ ისპანახის სალათი ყველით და თხილით

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ისპანახი 500 გრ.
- მწვანე ხახვი 80 გრ.
- ნიორი 2 კბილი.
- მაწონი 60 მლ.ლ.
- ქინძი 10 გრ.
- კამა 10 გრ.
- სულგუნი 100 გრ.
- თხილი 50 გრ.
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
- ზეთი 30 მილილიტრი
საფეხურები
- 1 ისპანახი გარეცხეთ და მოწალეთ ადუღებულ წყალში.
- 2 მოწალული ისპანახი გადაწურეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მსუბუქად მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები და მარილი.
- 3 გაცივებულ ისპანახს შეურიეთ გახეხილი სულგუნის მოცემული რაოდენობის სამი მეოთხედი.
- 4 მაწონში შეურიეთ გახეხილი ნიორი და დაღერღილი წითელი წიწაკა. მაწვნის მასა შეურიეთ ისპანახს.
- 5 ისპანახის სალათი მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ დარჩენილი ყველის რაოდენობა და მოხალული, კანგაცლილი და სქლად დაჭრილი თხილი.