როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მულტფილმების ყურებას - rogor.ge

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მულტფილმების ყურებას

 

ყველაზე მარტივი საშუალება ბავშვების მულტფილმებისგან გასაჩვევად არის საერთოდ არ უთხრათ მათ შესახებ. შეგიძლიათ ყველა ოჯხის წევრს შეუთანმდეთ და გადაწყვიტოთ ერთად რომ პატარებს არ ანახოთ მულტფილმები, თუმცა ბევრი შეიძლება არ დათანხმდეს ამაზე.

 

თუ ბავშვი უკვე კარგად გათვიცნობიერებულია ტელევიზორისა და კომპიუტერსი შესაძლებლობებში, საქმე უკვე რთულდება.აიყვანეთ თავი ხელში და ნუ გაღიზიანდებით, არ იყვიროთ, პირდაპირ ნუ აუკრძალავთ მათ მულტფილმების ყურებას. ეს ყველაფერი საპირისპირო შედეგს და რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ რა გამოხატით თქვენი დამოკიდებულება და აუხსნათ ბავშვს რომ დიდი ხანი არ შეიძლება ტელევიზორის ყურება, რომ გარდა მულტფილმების ყურებისა შეუძლია სხვა მრავალი საიტერესო რამ გააკეთოს და სხვდასხვა თამაში ითამაშოს. არგუმენტები მრავალია თუ რატომ არ შეიძლება დღის უმეტესი ნაწილის უძრავ მდგომარეობაში ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარება პატარა ბავშვისთვის.

 

მოახდინეთ პირადი მაგალითის დემონსტრირება. თუ სახლში მთელი დღის განმავლობაში არის ტელევიზორი ჩართული, მაშინ რ უნდ გაგიკვირდეთ, რომ ბავშვი მის ყურებას დაიწყებს. შეუთანხმდით მას კვოტაზე, რაც მოიაზრებს, დედა უყურებს 1 სრიალს, ბავშვი უყურებს 1 მულტფილმს. გეთანხმებით, სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ეფექტურია.

 

დღის მანძილზე, სახლში უამრავი საქმეა გასაკეთებელი, შეეცადეთ თქვენი პატარის ყურადღება მიიპყროთ და ჩართოთ ამ პროცესში. დაუძახეთ და თხოვეთ დახმრება სადილის მომზადებაში, თითქოს ერთად უნდა გააკეთოთ რამე გემრიელი. შეგიძლიათ სათამაშო ქვაბები და ტაფების კომპლექტი დაიხმაროთ. თქვენი საქმე ნაწილობრივ გართულდება, მაგრამ შეძლებთ გარკვეული დროით ბავშვი გყავდეთ გვერდით და მოაშოროთ ტელევიზორს და კოპიუტერს, თან პროცესში ბევრი საინტერესო რამე აუხსნათ და ასწავლოთ.

 

იკითხეთ ერთად, მოიფიქრეთ რამე თამაშები, გაატარეთ მეტი დრო შეძლებისდაგვარად ბავშვებთან. ეს არც ისე რთულია თუ სწორად დაგეგმავთ დროს. მთავარია დაიწყოთ და გარკვეული დროის განმავლობაში ერთგვარ წესად აქციოთ ეს საქმიანობა. 15-20 წუთის შემდეგ ბავშვი თვითონ გაერთობა მოფიქრებული თამაშით უბრალოდ თქვენ თქვენ დაეხმარეთ პერიოდულად, უპასუხეთ კითხვებზე. შეგიძლიათ ასევე დახატინოთ საყვარელი პერსონაჟები, თან განავითარებთ მის წარმოსახვის უნარს. გაატარებინეთ მეტი დრო ეზოში სხვა ბავშვებთან. დააინტერესეთ სპორტით.

 

მეტი დრო გაატარეთ ბავშვთან ერთად სახლის გარეთ. თუ ამინდი ხელს გიწყობთ გაისეირნეთ, ატარეთ სხვადასხვა წრეებზე. კვირის ბოლოს პიკნიკებიც დასამახოვრებელი იქნებაპატარებისთვის. დაათვალიერებინეთ მუზეუმები, მოაწყვეთ ექსკურსიები სხვადასხვ რეგიონებსა და ქალაქებში. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოითხოვს სახსრებს, თუმცა თქვენ ამით აღზრდით თქვენს პატარას და დაემარებით განვითარებში, რაც სახლში მთელი დღის მანძილზე მულტფილმების ყურებით არ ხდება.