როგორ გავაკეთოთ ორიგინალური სამაჯური ღილებისგან - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური სამაჯური ღილებისგან

 

ღილებიანი სამაჯურის დამზადების ორი გზა არებობს. პირველ შემთხვევაში ღილები შეკრულია ერთი შნურით, ხოლო მეორე შემთხვევაში ორმაგი შნურით. ჩვენს ინსტრუქციაში მოყვანილია მაგალითი მეორე ვარიანტიდან. ამ საშუალებით სამაჯური არი სუფრო გაწონასწორებული და თანაბარი.

 

ღილების ფაქტურა, ზომა და ფერი შეიძლება იყოს განსხვავებული. დააწყვეთ ღილები სწორ ზედაპირზე, მაგ მაგიდაზე და სახაზავით გაასწორეთ. ეეცადეთ შეუთანხმოთ ერთანეთს ფერები და ზომა. საკმარისია 10 - 15 ღილი. საშუალო მთელი სიგრძე უნდა იყოს დაახლოებით 15 სმ. ბავშვისთვის რა თქმა უნდა ზომა იქნება ნაკლები.

 

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული შნური, (ზონარი). ასევე სქელი ძაფი და სხვა მსგვსი მასალა. გაზომეთ 80-90 სმ , დაკეცეთ ის ორად, ხოლო შემდეგ იმ ადგილას სადაც არის მოხრა, გაუკეთეთ სამაგრი, იმ ზომის, რომ იყოს საშუალება ბოლო ღილში გატარების. ეს იქნება თქვენი სამაგრი.

 

შნურის ბოლოები დაფარეთ ფრჩხლის უფერული ლაქით. ეს გაგიადვილებთ შნურის გატარებას ღილებში. სანამ დაიწყებთ ამის კეთებას, დარწმუნდით რომ ლაქი კარგად გაშრა. როცა მორჩებით და ბოლო ღილზე მიხვალთ, დააკვავშირეთ ის საკეტს და დააფიქსირეთ წებოს საშუალებით. დანარჩენი ზედმეტი შნური კი მოჭერით. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი ნახელავით.