როგორ მოვაშოროთ საღებავის სუნი სახლიდან რემონტის შემდეგ - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ საღებავის სუნი სახლიდან რემონტის შემდეგ

 

საღებავის სუნი მოშორება ამ სიმძაფრის შემცირება შიელძება რამდენიმე გზით. ყველაზე გავრცელებული საშუალება, რა თქმა უნდა ბინის განიავებაა, რაც მოიაზრებს ყველა ფანჯრისა და კარების გაღებას. ეს საშუალება რა თქმა უნდა შველის, თუმცა სუნის სიმძაფრიდან გამომდინარე, ეფექტისთვის ჭირდება რამდენიმე დღე.

 

შემდეგი საფეხურისთვის თქვენ დაგჭირდებათ პირსახოცი და სუფრის ძმრის ხსნარი. ნახევარი ჭიქა ძმარი გახსენით 5 ლიტრ წყალში. ჩაალბეთ მასში პირსახოცები და გაფინეთ ოთახებში. 4 საათის შემდეგ ჩამოხსენით, კვლავ დაალბეთ იმავე ხსნარში და გაფინეთ რამდენიმე საათით.

 

ეს არის ძალიან მარტივი ხერხი. მარილიანი წყალით გაავსეთ თეფშები ან დიდი ჭურჭელი რაც შეგიძლიათ და დაალაგეთ ოთხებში, მთელ ბინაში. ყოველ 4-5 საათში გამოცვლეთ ეს არასასიამოვნო სუნის შემწოვი წყალი და ჩაანაცვლეთ ახლით, სანამ ბოლომდე არ გაქრება საღებავის არასასიამოვნო სუნი.

 

ეს ხერხი გამოდგება მათთვის ვისაც არ ენანებ ყავა. აიღეთ ყავა, გახსენით ის და მოათავსეთ ოთახებში. გარკველი დროის შემდეგ არასასიამოვნო არომატი ბინიდან გაქრება, თუმცა ყავა იქნება გადასაგები. ყავის ნაცვლად შეიძლება გმოყენებული იქნეს ეთერული ზეთები. შეგიძლიათ აიღოთ ბამბა გაჟღინთოთ მათით და მოათავსოთ ოთახებში.

 

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ პრობლემის გადასაჭერად გამოგადგებათ შეშის ნახშირი. თასში მოათავსეთ ნახშირები და გაანაწილეთ ოთახებში.გარდა ნახშირისა შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი და ხახვიც. დაჭერით ის 4 ნაწილად და გაანაწილეთ ოთახებში. რამდენიმე დღის მერე მოაგროვეთ ყველა და გადაყარეთ.

 

ანთებული სანთლები დაგეხმარებათ გაწმინოდოთ ჰაერი მავნე და საშიში აირებისგან. მას შემდეგ რაც რამდენიმე საათი იქნება სანთლები წვის მდგომარეობაში, გაანიავეთ ცოტა ხნით მთელი სახლი რათა გავიდეს ნამწვავი შენობიდან. განიავებისას, საღებავის არასასიამოვნო სუნიც გაქრება.