როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს

 

მანამ სანამ უშუალოდ ოსტეოქონდროზის მკურნალობაზე გადავიდოდეთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ჩივილების მიზეზი სწორად ეგ პრობლემაა. მას აქვს შემდეგი ნიშნები: კისრის ტკივილი, რომელიც გადადის კბილებზეც; ხშირი თავის ტკივილები; გულის რევა და თავბრუს ხვევა; სისუსტე; დათრგუნული მდგომარეობა; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩამოთვლილი სიმპტომები თითქმის ერთად იჩენს თავს. თქვენ თუ ხშირად გტკივათ თავი, არ ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემალი აუცილებლად საფრთხეშია. აქედან გამომდინარე, არ გესაჭიროებათ ოსტეოქონდროზის სახლის პირობებში მკურნალობა.

 

თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობლებს აწუხებს ზემოთხსენებული სიმპტომები, გირჩევთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის ესტუმროთ ექიმს, რომ დარწმუნდეთ დიაგნოზის სისწორეში და ასევე მიიღოთ რჩევები ნევროპათოლოგისგან, პარალელურად შეგძლიათ თქვენით იმკურნალოთ სახლის პირობებშიც, ეს ორი რამ ერთმანეთ არ შეუშლის ხელს. ტრადიციული და ხალხური გზებით ოსტეოქონდროსი ერთობლივი მკურნლობა ბევრად შედეგიანი იქნება, თუმცა აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

 

ოსტეოქონდროზის სახლი პირობებში მკურნალობა შეიძლება სამი მეთოდით. მასაჟი სპეციალური მოწყობილობების გამოყენება სამკურნალო ფიზ-კულტურა არსებობს ასევე სხვა არატრადიციული გზებიც, თუმცა ჩამოთვლილი საშუალებების უპირატესობა ხასიათდება: ხელმისაწვდომობით, სიმარტივით და უსაფრთხოებით. მასაჟი არის ძალიან მოთხოვნადი, ასევე შეგიძლით თქვენ თვითონაც დაიმასაჟოთ კისერი. თუ პროცედურები წარმატებით ჩატარდება, კისრის ნაწილის კუნთები მოდუნდება, აღდგება სისხლის მიმოქცევა და დაცხრება ტკივილი.

 

საკუთარი თავისთვის მასაჟის გაკეთებას აქვს რამდენიმე წესი. თუ ზედმეტად გამოიყენებთ მას და დაძაბავთ თავს შეიძლება გაიუარესოთ მდგომარეობა. მასაჟი უნდა გაკეთდეს მხოლოდ თითებით. მოძრაობები უნდა იყოს ცენტრიდან გვერდებზე. მოცემულ შემთხვევაში ხერხემლიდან პერიფერიისკენ. არ შეიძლება ძალის დატანება, მოძრაობაუნდა იყოს მსუბუქი, მაგრამ საკმარისად შესამჩნევი. მასაჟი უნდა ტარდებოდეს ნელი ტემპით და თანაბრად. თვითმასაჟირების ბევრი ტექნიკა არსებობს.მაგალითად დაჯექით სკამზე, დადეთ ერთი ფეხი მეორეზე. დაეყრდენით მუხლებს იდაყვით. თუ ზემოთ არის მარცხენა ფეხი, მაშინ ხელი უნდა იყოს მარჯვენა და პირიქით. მოათავსეთ თითები ხერხემელაზე,კეფასთან ახლოს და დაიწყეთ ნელი წრიული მოძრაობები, ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით. შეიცვალეთ მდგმარეობა 5-6 წუთის მერე.

 

გარდა მასაჟისა არსებობს ოსტეოქონდროზის სახლის პირობებში მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი. ის მდგომარეობს კუზნეცოვის აპლიკატრის გამოყენებაში. ის არის ორი სახის. იხ ფოტოები. კისრისთვის ხერხემლისთვის საჭიროა მხოლოდ ყოველ დღე დილით ან საღამოს ნახევარი საათით მასზე წამოწოლა. ეს ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის აღგენას და ადუნებს ნერვებს.