როგორ გავზარდოთ კითხვის სიჩქარე - rogor.ge

როგორ გავზარდოთ კითხვის სიჩქარე

 

დღე პირველი სანამ დაიწყებდეთ კითხვის უნარების დახვეწას, გირჩევთ გაზომოთ თუ რამდენ სიტყვას კითხულლობთ წუთში. (საშუალოდ ეს არის 200-300). ჩაინიშნეთ ფურცელზე ხოლო შემდეგ შეადარეთ მომავალში მიღწეულ შედეგს. აიღეთ დაახლოებით 200 გევრდიანი რომელიმე მხატვრული ნაწარმოების თემატიკის წიგნი და დაიწყეთ კითხვა ორიენტირის საშუალებით. (კალამი, თითი, ფანქარი და სხვა). იკითხეთ თავიდან ბუნებრივი სიჩქარით, ხოლო შემდეგ ცოტა მოუმატეთ როგორც შეძლებთ, ისერომ არ გაგექცეთ აზრი და ტავიდან აირიოთ რეგრესია (წაიკითხული სიტყვის, წინადადების, აბზაცის ხელახლ წაკითხვა აზრის გამოსატანად.)

 

დღე მეორე მეორე დღეს შეცვალეთ ვარჯიში, ახლა თქვენი მიზანი უნდა იყოს 1 ხაზის წაკითხვა 1-2 წამში. თავიდან ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ მთავარია კონცენტრირებულად გააყოლოთ თვალი ტექსტს და წაიკითხოთ სრულად, არ გადაიტანოთ ყურადღება სხვადასხვა თემებზე. ამ სავარჯიშოს ძირითადი მიზანია, მოამზადოს და მიაჩვიოს თქვენი თვალები სწრაფად კითხვას.

 

დღე მესამე სწრაფი კითხვის კურსის ბოლო დღე. ეს სავარჯიშო წინაზე უფრო რთულია რადგან ახლ უკვე გიწევთ სწრაფდ კითხვა, თან უყურებთ ყოველ მესამე სიტყვას, თვალის ხედვა კი გაფართოებულია და ავტომატურად აღიქვამს დანარჩენ სიტყვებს. თქვენ გამოგაქვთ სრული აზრი. ეს სავარჯიშო ხშირად უნდა აკეთოთ, გარკვეული დროის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ, ერთი დახედვით აღიქვამთ ტექსტს, კითხულობთ რა სიტყვებით, არამედ წინდადებით, ხაზებით და აბზაცებით. გისურვებთ წარმატებებს !