როგორ გავხადოთ თმა მოცულობითი და ლამაზი - rogor.ge

როგორ გავხადოთ თმა მოცულობითი და ლამაზი

 

ოპტიკური ილუზია თუ გსურთ, რომ ვარცხნილობა ვიზუალურად უფრო მოცულობითად გამოიყურებოდეს ვიდრე რეალურად არის, შეგიძლიათ გაიკეთოთ მელირება. შეიღებეთ თმა რამდენიმე სხვადასხვა ტონში. თმის ფერის მინიმალური გარადაცია, დავარცხნისას შექმნის მოცულობის ილუზიას. სტილისტების რჩევა შემდეგია, თმის ძირი უნდა იყოს უფრო მუქი ვიდრე ღერო.

 

შეარჩიეთ თმის მოვლის სწორი საშუალებები ყველა საშუალება არ გამოდგება თმისთვის მოცულობის შესაქმნელად, რომლებიც მაღაზიების დახლებზე დევს. მაგალითად ქაფი, როგორც წესი უფრო პრობლემატურს ქმნის თმისთვის მოცულბის შექმნას ვიდრე ეხმარება მას ამაში. ვარცხნილობის შესაქმნელად უმჯობესია გამოიყენოთ სპრეი. ასევე ნუ დაივიწყებთ მუსის შესახებ - თხელი ქაფი, რომელიც იჭერს ფორმას და უფრო ფუმფულას ხდის თმას.

 

გამოიყენეთ თმის გამაშრობელი (ფენი) სწორად იმისათვის, რომ თმა იყოს მოცულობითი საჭიროა თმის გამაშრობელის სწორი გამოყენება. თმის გაშრობისას ჰაერის ნაკადი მიმართეთ თმის გაზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ფენის რეჟიმი უნდა იყოს ზომიერი ან დაბალი. თმა აუცილებლად გაიშრეთ ცივი ჰაერით. თმის გაშრობის დასასრულს, დაიფიქსრეთ მოცულობა ძლიერი ფიქსაციის ლაქით. იმისათვის, რომ თმები არ დაგემუხტოთ, გამოიყენოთ ფენი, რომელსაც გააჩნია ჰაერის იონიზციის ფუნქცია.

 

ვარცხნილობა ვარცხნილობის შერჩევისას, თმის შეჭრის დროს, მიაქციეთ ყურადღება, რომ იქმნებოდეს საჭირო მოცულობა. ვარცხნილობები გრძელი ან საშუალო არახშირი თმითვის: "ლესენკა, "კასკადი", "კარე" ვარცხნილობები მოკლე თმისთვის: "პჩოლკა" "დანაკუწებული ვარცხნილობა"

 

ნიღაბი თმის მოცულობისთვის აურიეთ 2 სუფრის კოვზი "ბირკავას ზეთი" (burdock oil) და 1 ჩაისკოვზი დაფხვნილი ყავა. ოდნავ შეათბეთ. წაისვით ჯერ ძირებზე თბილი ხსნარი ხოლო შემდეგ გაანაწილეთ მთელ თმაზე და დაიტოვეთ ნახევარი საათით. დროის გასვლის შემდეგ დაიბანეტ თავი და ჩამოირეცხეთ შამპუნით. ეს ნიღაბი გაგიჯანსაღებთ თმას, გაასქელებს და მისცემს მათ ბზინვარებას.