როგორ ავირიდოთ თავიდან უხერხულობა გასაუბრებაზე - rogor.ge

როგორ ავირიდოთ თავიდან უხერხულობა გასაუბრებაზე

 

გათიშეთ მობილური ტელეფონი პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ოთახში შესვლამდე - გათიშეთ ტელეფონი ან დააყენეთ Airplain mode-ზე, რადგან შეიძლება ყველაზე საინტერესო და გადამწყვეტ მომენტში დაგირეკონ. თუ გათიშვა არ შეგიძლიათ გარკვეული მიზეზების გამო, უხმო რეჟიმზე დააყენეთ და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ბოდიშის მოხდით უპასუხეთ ზარს, ან თუ დაგავიწყდათ ტელეფონის გათიშვა, მოუბოდიშეთ დამსწრეებს და გათიშეთ.

 

ნუ გასცემთ ყველა კითვაზე მონოტონურ სწრაფ პასუხს, ითხოვეთ დრო დაფიქრებისთვის. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებლად ყველა კითხვაზე პასუხი ზედმიწევნით და სწრაფად უნდა გასცეს,ასე უფრო მოაწონებს თავს პოტენციურ დამსაქმებელს, თუმცა საქმე არც ასეა ყოველთვის. შეუძლებელია ყველანაირი კითხვა ზეპირად იცოდეთ რასაც დაგისვამენ. თუმცა მაინც ბევრი ადამიანი ემზადება კითხვებისთვის, ხოლო როგორც კი უცხო რამეს კითხავენ იბნევა, რადგან წინასწარ არ აქვს ნაფიქრი და რადგან მასაც სწრაფად უპასუხოს დაიფიქრებელ რამეს ამბობს. აქედან დასკვნა, იყავით გულახდილი, თქვით, რომ ვრცელი და საინტერესო კითხვაა, რასაც რამდენიმე წუთი დაფიაქრება სჭირდება, ამით ასიამოვნებთ კითხვის დამსმელს, რომ საინტერესო კითხვა დასვა, ხოლო თქვენ გააზრებულად უპასუხებთ და არა დაზეპირებულად, როგორც სკოლაში გაკვეთლს პასუხობდით.

 

გააკონტროლეთ მავნე ჩვევები ნერვიულობის დროს, ბევრი ადამიანი ვერ აკონტროლებს თავს და მავნე ჩვევეს ავლენს, მაგალითად მიჩვეული ფრაზები, რომლებიც დიდი ალბათობით უადგილო იქნება, დაფიცება სხვადასხვა რამის და ა.შ. იყავით კონცენტრირებული და მობილიზებული. ზომიერი იუმორიც სასარგებლოა პერიულად, დაგეხმარებათ უხერულობას დააღწიოთ თავი, რაც შეიძლება სხვადასხვა წვრილმანი რამის გამო იყოს გამოწვეული, თუმცა ნუ დაივიწყებთ სად იმყოფებით.

 

კონკრეტული დეტალის ვერ გახსენების, ან რომელიმე კითხვაზე სასურველი პასუხის ვერ გაცემის შემთხვევაში, ნუ ჩააგდებთ მთელ გასაუბრებას. ადამიანებს ნერვიულობის დროს ხშირად ავიწყდებათ სიტყვები, ფაქტები, თარიღები და სხვადასხვა წვრილმანებიც კი. თუ ინტერვიუერის მხრიდან დასმულ კითვაზე ვერ იხსენებთ რამეს, შეეცადეთ აქცენტი ძირითადზე გააკეთოთ და არა წვრილმან ციფრზე, ან მიახლოებით გასცეთ პასუხი. ადამიანების უმეტესობა, როცა რამეს ვერ იხსენებენ, უარესად იბნევიან და მეტად ისტრესებიან. იცოდეთ ეს და გაითვალისწინეთ, თუ რამეს ვერ გაიხსენებთ, ან ერთ რომელიმე კითხვას სასურველად ვერ გაცემთ პასუხს, ამის გამო არ ჩააგდოთ მთლიანი გასაუბრება.

 

ნუ გალანძღღავთ ყოფილ უფროსობას. სამწუხაროდ გავრცელებულია, როცა ახალი სამსახური გასაუბრებაზე მისული ადამიანი, მის ყოფილ უფროსს და ძველ სამსახურს რადიკალურ ფორმებში აკრიტიკებს და ლანძღავ კიდეც. გირჩევთ თქვენ იგივე არ გაიმეოროთ. შეგიძლიათ დელიკატურად გასცეთ პასუხი წინა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზს, თუმცა არავითარ შემთხვევაში ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ძველ თანამშრომლებსა და უფროსობას, ეს თქვენზე ნეგატიურად აისახება.