როგორ მოვამზადოთ დასალევი იოგურტი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ დასალევი იოგურტი სახლის პირობებში

 

მაღაზიებში ჭარბობს იოგურტები, რომლებიც სავსეა ქიმიური დანამატებით, ხშირად მომხმრებლებს უჭირთ მათი ნატურალურისგან გარჩევა. სახლის პრობებში არის შესაძლებელი ნატურალური იოგურტის დამზადება სულ რაღაც 24 საათში.

 

თქვენ დაგჭირდებათ რძე, რომლის ცხიმიანობაც არ უნდა ჭარბობდეს 3%. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს ახალი, გამოყენების წინ კი აუცილებლად შეათბილეთ ცოტა. რძის ტემპერატურა არ უნდა ჭარბობდეს ოთახისას. ასეთ დროს ბიფიდო ბაქტერიები უფრო ადვილად განვითარდებიან, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი იოგურტი დამზადდება უფრო მალე, ხოლო მისი ხარისხი იქნება მაღალი.

 

იმისათვის, რომ სახლის პირობებში დაამადოთ იოგურტი, საჭიროა აფთიაქში შეიძინოთ სპეციალური ბიფიდო ბაქტერიები, თუმცა შესაძლებელია ამის თავიდან აცილება. იყიდეთ მაღაზიაში იოგურტი, რომელშიც უკვე არის ბიფიდო ბაქტერიები. აქაც გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს რაც შეიძლება ახალი.

 

ნახევარ ლიტრიან ქილაში ჩაასხით გამზადებული რძე, დაამატეთ იოგურტი. აურიეთ საგულადულოდ და დახურეთ ქილა კონკსერვის ხუფით. ამოატრიალეთ ქილა, შემოახვიეთ მას თბილი პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 24 საათით.

 

თუ თქვენ დილით დაასრულეთ პროდუქტის მზადება, მომავალ დღეს უკვე შეგიძლიათ მისი მირთმევა. რაც შეეხება სპეციალურ გემოს, შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი, მარწყვი და სხვადასხვა ხილი თქვენი გემოვნების მიხედვით.