როგორ დავიცვათ აგარაკის ეზო გველებისგან. - rogor.ge

როგორ დავიცვათ აგარაკის ეზო გველებისგან.

 

ყველაზე ხშირად გველები ბინადრობენ იქ სადაც არის დახურული ტერიტორია, ადამიანები არ მოძრაობენ აქტიურად და არის მაღალი ბალახი და სხვადასხვა მცენარეები, ყვავილები ბუჩქები და ა.შ. გველებს არ უყვართ ცარიელი,მოტიტვლებული და ხმურიანი ადგილები. თუ თქვენი აგარაკის ეზოს სტუმრობენ ხოლმე გველები, გირჩევთ აუცილებლად მოტიბოთ ბალახი, ეს დაგეხმარებათ მოახდინოთ ზემოაღნიშნული პრობლემის პრევენცია. ამგვარად ამცირებთ რისკს, რომ გველი გესტუმროთ ეზოში, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ მეზობლის ეზოდან გამოიაროს გზად. ასე რომ გირჩევთ, შეუთანხმდეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ მაღალი ბალახი თქვენი დასასვნებელი ადგილების ახლოს.

 

თუ თქვენი აგარკის ეზოში არის დაგროვილი ძველი დაფები, დაჩეხილი შეშა, ასევ ქვიშა და თივის ზვინები გირჩევთ მოაშოროთ. როგორც წესი გველები ზუსტად ასეთ ადგილებს ირჩევენ ბუდედ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ბავშების ასეთ ადგილებთან ახლოს ყოფნა. გველი ან მისი წიწილები შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდნენ. თუ პატარა ტბა ან ნაკადულია ახლოს სადაც ბაყაყები ბინადრობენ, არ გაგიკვირდეთ ასეთ ადგილებში გველების შეხვედრა, ამიტომაც იყავით ყურადღებით, რადგან "უხსენებლები ნადირობენ მათზე.

 

თუ თქვენ შემთხვევით შეხვდით გველს, არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მისი გაღიზიანება, ქვით ან ჯოხით მოგერიება. ისინი იშვიათად გადმოდიან თავიანთი ინიციატივით პირველები შეტევაზე. თუ არ გააკეთებთ რამე სწრაფ ან დამაბნეველ მოძრაობებს, რამდენიმე წუთში გველი მიხვდება, რომ არ გსურთ მისი დაზიანება და თავისით მოგერიდებათ და გასრიალდება.