როგორ მოვამზადოთ კიტრის და პომიდვრის სალათი ნიგვზით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ კიტრის და პომიდვრის სალათი ნიგვზით

 

კიტრი და პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით.

 

დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მწვანილი და მწვანე წიწაკა.

 

ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დანაყეთ, დაამატეთ სუნელები და ძმარი.

 

თუ ნიგვზის ნაზავი გამოვიდა მშრალი, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი გადადუღებული წყალი.

 

შეურიეთ კიტრის და პომიდვრის სალათს ნიგვზის ნაზავი და მოაყარეთ მარილი.