ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ მოვიქცეთ დაბალი წნევის დროს

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

არ შეიძლება ითქვას, რომ დაბალი წნევა - ერთმნიშვნელოვნად დაავადებაა, რომლის მკურნალობაც სასწრაფოდაა საჭირო. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ საჭიროა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი.

 

საფეხურები

  1. 1 განმრთელობის აღდგენის პროცესში საჭიროა საკუთარი თავის მოფრთხილება, კერძოდ კი საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა:

    დილით გაღვიძების დროს საჭიროა არა სწრაფად გამოფხილება და სამსახურში გაქცევა, არამედ რამდენიმე წუთის განმავლობაში საწოლში გამოფხიზლება და ამის შემდეგ დილით შესასრულებელი პროცედურების ნელა, თანმიმდევრობით შესრულება.
  2. 2 საჭიროა ვიტამინების მიღება. ყურადღბება მიაქციეთ თქვენს რაციონს და სწორად კვებას.
  3. 3 კარგად ისაუზმეთ. არ არის საჭირო დიდი რაოდენობით საკვების მიღება, უბრალოდ მსუბუქი კვება უმჯობესია შეცვალოთ სრულფასოვანი და მრავალფეროვანი საჭმლით.
  4. 4 საჭიროა დიეტებზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, არავინ ურჩევს დაბალი წნევის მქონე ადამიანს "კარგად დანაყრებას", მაგრამ დიეტები, რომლებიც მოიაზრებენ მცირე რაოდენობით ან ერთგვაროვანი საკვების მიღებას მნიშვნელოვნად აუარესებენ მდგომარეობას.
  5. 5 მავნე ჩვევებზე უარის თქმა. თუ გსურთ რომ იშვიათად იგრძნოთ თავბრუსხვევა და სისუსტე, გაზარდოთ შრომისუნარიანობა, მაშინ ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაწყვითოთ უარი თქვათ ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეთის მოხმარებაზე.
  6. 6 არ შეიძლება უძილობა ან ძილის ნაკლებობა. აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი.
  7. 7 შეათანხმეთ თქვენს ექიმთან ნატურალური პრეპარატების მიღება. ისინი არა მარტო გაზრდიან თქვენს იმუნიტეტს, არამედ ცოტატი გაზრდიან წვენას.
  8. 8 გახსოვდეთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური აქტივობა - ისეირნეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი, იარეთ აუზზე. თავს უკეთ გაგრძნობინებთ მასაჟის სეანსები. არ ღირს რეკორდების დამყარება, კუნთების დაყენებაზე ორიენტირება და სარბენ ბილიკზე ენერგიის გამოფიტვა.

გაფრთხილებები

  • პირველ რიგში უნდა დავაზუსტოთ, რომ აბსოლუტური მოთხოვნები ადამიანის სისხლის წნევასთან მედიცინის წარმომადგენლებს არ აქვთ. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეთ "იდეალური" წნევა 120/70. დღეს ექიმები ნორმის ქვედა ზღვარს უწოდებენ 95/60-ს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ წესების უმეტესობას ჩვენ ცხოვრებაში აქვს გამონაკლისები და თუ კარგად გრძნობთ თავს დაბალი წნევის შემთხვევაში ნუ იდარდებთ.
  • სხვა საქმეა, როცა დაბალი წნევის დროს მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, ენერგიის უკმარისობას, გაქვთ ძილის პრობლემა, გულყრა და სხვა. შეიძლება პრობლემა თქვენ გადაღლაშია ან ცუდ კვებაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ღირს ექიმთან ვიზიტი, რათა გაარკვიოთ, ეს სიმპტომები რაიმე სერიოზული დაავადებით ხომ არ არის გამოწვეული.