როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ავტომობილის საქარე მინას - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ავტომობილის საქარე მინას

 

მანამ სანამ გადწყვეტთ მოაშოროთ ნაკაწრები შუშას, გირჩევთ საგულდაგულო გააფუსთავოთ მს ზედაპირ, ხოლო შემდეგ გაამშრალოთ. ამ პროცედურის შემდეგ, მხოლოდ სუფთა ხელებით არის შესაძლებელი შემდეგ ეტაპზე გადასვლა. აიღეთ თვითმწებადი ლენტა და ნაკაწრის გარშემო სრულად დააფიქსირეთ. ეს ქმედება საჭროა, რადგან შემდეგში არ მოხდეს შუშის დაუზიანებელი ნაწილის დაზიანებაც.

 

ნაკაწრების მოშორებისას, არავითარ შემთვევაში არ გააპრიალოთ ("გააშლიფოვკოთ") დაზიანებული ზედაპირი. მართალია გაპრალების შემდეგ ნაკაწრის ზომა შემცირდება, თუმცა შუშის გამჭვირვალობა მკვეთრად გაფუჭდება. ნაკაწრების შუშიდან მოშორება მხოლოდ "პოლირების" ("პოლიროვკის")საშუალობით ხდება. დამატებით, შესაძლებელია სპეციალური პასტის "პოლარიტის" გამოყენება.

 

როგორ მოვაშოროთ ან გავხადოთ ნაკაწრები ნაკლებად შესამჩნევი იმ ნივთებით რაც ხელთ გვაქ? ამისთვის დაგჭიდებათ კბილის პასტა. დაიტანეთ მცირე რაოდენობით ნაკაწრზე. აიღეთ მშრალი ნაჭერი და ნელი მოძრაობებით დაზიანებული ადგილის გაყოლებაზე წრიული მოძრაობებით წაუსვით. პროცესი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. როცა მორჩებით, მოაშორეთ დარჩენილი ზედმეტი კბილის პასტა ნაკაწრის გარშემო. ასევე გამოდგება ფიჭა. თუ ის არ გაქვთ შეიძლება პარაფინის გამოყენებაც.

 

დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ავტოსერვისს ცენტრებს. ისინი დაგეხმარებიან და გააკეთებენ "პოლირებას." ნაკაწრებიც ფაქტიურად შეუმჩნეველი გახდება. გირჩევთ უყურადღებოთ არ დატოვოთ დაზიანებები, რადგან ვიბრაციის შედეგად ისინი იზრდება ზომაში და გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა მთლიანად დაზიანდეს საქარე მინა.