როგორ მოვუაროთ გიტარას - rogor.ge

როგორ მოვუაროთ გიტარას

 

ყველაზე ხშირი პრობლემა, რასაც ცუდ შედეგამდე მივყავართ არის გულმაოვიწყობა და უყურადღებობა. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც იწყებენ გიტარაზე დაკვრას, ავიწყდებათ მისი სათანადოდ შენახვა. არ შეიძლება გიტარის ყველგან დატოვება, სადაც მოგესურვებათ. გირჩევთ, რომ შეიზინოთ მისი შესანახი ფუტლიარი. მისი წყალობით გიტარა მეტად დაცული იქნება და არ დაიმტვერება.თუ თქვენ დადიხართ მუსიკალურ სკოლაში, ან ხშირად გიწევთ გიტარის გარეთ გატანა, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური უფრო მყარი ზამთრის ფუტლიარი. ის დაიცავს გიტარას დავარდნისას და სხვადასხვა მექანიკური დაზიანებისგანაც. თუ არ გაქვთ საშუალება ფუტლიარის საყიდლად, დაკიდეთ გიტარა კედელზე ლურსმანის საშუალებით, თუმცა ესეც გახსოვდეთ, რომ დიდი ხნსი განმავლობაში ასე არ შეიძლება, შესაძლოა დაზიანდეს ქვედა დეკა.

 

მიაქციეთ ყურადღება ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას. ხშირად ტენიანობის გამო ხდება გიტარის დაზიანება. ამ ინსტურმენტს არ უყვარს ძალიან მშრალი ჰაერი. მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიებში იყიდება გიტარის ჰაერის ტენიანობის გამზომველი მოწყობილობები. თუ ტენიანობა არის ძალიან დიდი, გიტარის სიმები დაიჟანგება, ასევე შეიცვლება ჟღერადობაც. ასევე არ გირჩევთ გიტარის დადებას გამათბობელთან ახლოს. ყველა კაი ვარიანტია ტემპერატურა +20 დან +25 °С-მდე, ხოლო ტენიანობა 40 – 50%.

 

გიტარის კორპუსის გასუფავება ხდება ნაჭრით რომელზეც უნდა იყოს დატანებლი სპეციალური ხსნარი, რომელიც იყიდება გიტარის მაღაზიებაში. ასევე გიტარაზე დაკვრის შემდეგ გაწმინდეთ მისი სიმები, რადგან თავიდან აიცილოთ მათზე კოროზია. ამგვარად "სტრუნები" ბევრად მეტხანს გემსახურებიან. არავითარ შემთხვევაში სიმების გასაწმენდად არ გამოიტენოთ სპირტი.