როგორ ვებრძოლოთ მოზარდებში თამბაქოს მოხმარებას - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ მოზარდებში თამბაქოს მოხმარებას

 

რა თქმა უნდა, მასწავლებლები სკოლაში ცდილობენ მოახდინონ გავლენა ბავშვებზე, მიაწოდონ მათ ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ასევე არსებობს კანონი რომელიც კრძალავს არასრულწლოვნისთვის სიგარეტის მიყიდვას, თუმცა ამით ეს პრობლემა არ გვარდება. შედეგი ამ ყველაფრის არის ძალიან მცირე. ამის მიზეზი არის შემდეგი, რიგი მცირე დწესებულებები მაინც ყიდიან თამბაქოს არასრულწლოვნებზე, ხოლო მასწავლებლების უმეტესი ნაწილი დიდი ხანია უკვე არ არის მისაბაძი ახალგაზრდა თაობისთვის.აქედან გამომდინარე არის შემდეგი დასკვნა, ერთადერთი ადამიანები ვისაც შეუძლია ბავშვზე მოახდინოს გავლენა არიან მათივე მშობლები.

 

პირველ რიგში გაიაზრეთ, რომ არ შეიძლება პირდაპირ კატეგორიული ფორმით დაისვათ ბავშვი და აუკრძალოთ მოწევა. ამას არ მოაქვს არანაირი რეზულტატი. ყველა დაკვირვებულმა ადამიანმა იცის, რომ ბავშვები პირიქით არიან მიდრეკილები იმისკენ რისი გაკეთებაც არ შეიძლება და "აკრძალული ხილია."

 

შეეცადეთ დაადგნოთ მიზეზი, თუ რატომ დაიწყო ბავშმა მოწევა, ან აქვს მიდრეკილება ამ მავნე ჩვევისკენ. შესაძლოა ამით მას სურს ყურადღება მიიაქციოს საწინააღმდეგო სქესის ადამიანების ან გამორჩეული იყოს მეგობრებში. შეეცადეთ მას გულახდილოთ ესაუბროთ ამაზე.

 

ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ კონკრეტულ პრობლემების შესახებ. შეეცადეთ მოზარდს ელაპარაკოთ მისთვის გასაგებ ენაზე. არ გამოიყენოთ მოსაბეზრებელი ტერმინები და ჩვეული დარიგებები რაც მას ისედაც ამდენი მოსმენის შემდეგ მობეზრებული აქვს. უბრალოდ აუხსენით როგორც მეგობარმა, რომ იყავით მისი ასაკის, რომ სიგარეტის მოწევა არ წყვეტს არანაირ პრობლემას. თუ შეგიძლიათ დაეხმარეთ რჩევით ან სხვა რამით იმის მიღწევაში რაც მას სურს.

 

მხოლოდ წინა საფეხურის შესრულების შემდეგ, აუხსენით მას თუ რა მავნელობა მოაქვს ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის თამბაქოს. განსაკუთრებით კი გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მოზარდობისას არის ძალიან მავნე მისი მოწევა. შეეცადეთ მას მაქსიმალურად მიაწოდოთ ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე, დაასმევინეთ კითხვები თუ რამე აინტერესებს. შეგიძლიათ აუხსნათ ისიც, რომ ბევრი ვერ ანებებს თავს მოწევას რადგან ნებისყოფის პრობლემა აქვთ.

 

თუ თქვენი ბავშვი ჩაიკეტა და არ გამოდის კონტაქტზე ამ თემასთან დაკავშირებით, არ ესმის თქვენი დარიგებების გირჩევთ დახმარებისთვის მიმართოთ ფსიქოლოგს. ნამდვილად არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი ფსაქტი როცა ბავშვი მოიხმარს თამბაქოს მცირე ასაკიდან. ასევე დაფიქრდით თქვენი და თქვენი შვილის ურთიერთობის შესახებ, გირჩევთ გადახედოთ თქენს ურთიერთობას და დაიწყოთ არსებული პრობლემების მოგვარება.

 

და ბოლოს, მოზარდების მშობლები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს მათთვის ბევრად რთული იქნება და ფაქტიურად წარმოუდგენელი, რომ აუხსნან ბავშვს სიგარეტის მავნებლობის და უარყოფითი შედეგების შესახებ. ამიტომაც გირჩვეთ, რომ მოწევს თავი დაანებოთ თავად, თქვენთვისაც მოტივაცია იქნება ეს, ამით ნაწილობრივ დაიცავთ ბავშვს ამ მავნე ჩვევისგან და შეძლებთ მისთვის ახსნას რატომ არ ღირს სიგარეტის მოწევა. ამიტომაც დაიწყეთ ცვლილებები თქვენით, თუ ეწევით ჯერ თქვენ დაანებეთ თავი მოწევას და ანახეთ მაგალითი ბავშვს.