როგორ გამოვავლინოთ ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომი - rogor.ge

როგორ გამოვავლინოთ ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომი

 

კანის სიმშრალე თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, ესეიგი თქვენ ორგანიზმს აკლია ვიტამინი E. ამ ვიტამინის მარაგების შესავსებად კი აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში თხილი და კაკალი. ასევე კარგია ცხიმიანი ტევზი და მზესუმზირის ზეთი.

 

ფრჩხილების და თმების გათხელება ეს სიმტპომები მიანიშნებს B კატეგორიის ვიტამინების დეფიციტზე და ასევე კალცის ნაკლებობაზე. ამ ვიტამინების შევსება კი შეიძლება მარცვლეულის ჭამით და ხორბლის დაღერღილი პურის მიღებით.

 

სისხლდენა ღრძილებიდან ორგანიზმში აღინიშნება C ვიტამინის ნაკლებობა. მიირთვით ხახვი, ნიორი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით ლიმონი.

 

ცუდი ძილი და გაღიზიანებადობა ამ პრობლემების არსებობის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაგნიუმისა და კალიუმის ნაკლებობასთან. ამ მიკროელემენტებს შეიცავს გარგარისა ჭერამის ჩირი. ასევე გარგარის ჯემი. ასევე მიირთვით ჭარხალი და შავი ქლიავი დიდი რაოდენობით.

 

კონვულსიები (ციებ-ცხელება/კანკალი) ღამით ამ შემთხვევაშიც პრობლემა არის მაგნიუმისა და კალიუმის მწვავე ნაკლებობასთან. გამოიყენეთ წინა საფეხურში აღწერილი რჩევები.

 

"ხორკლიანი კანი" კიდურებზე ეს არის ნათელი სიმპტომი С და А ვიტამინის ნაკლებობი. ეს ვიტამინებია ის ბევრ ხილსა და ბოსტნეულში, რომლებიც არის ნარინჯისფერი და ფორთოხლისფერი. ესენია სტაფილო, გოგრა, გარგარი როგორც ნატურალური ასევე მისი ჩირი, პომიდორი.

 

როცა ძლიერად გინდა მარილიანი ორგანიზმში არის შეჭრილი ინფექცია და მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, პირველ რიგში შარდის ბუშტში.

 

ტკბილეულის ძლიერი სუვილი დიდი ალბათობით ამის მიზეზი არის ნერვული გამოფიტვა და საჭიროა ენერგეტიული დანანამატი - გლუკოზა. ასეთ დროს სასურველია თაფლისა და შავი, ძლიერი შოკოლადის მიღება, იმიტომ რომ არ გაჩნდეს პრობლემა კუჭნაწლავისა და მომნელებელ სისტემაზე.

 

უმარილო საჭმელის სურვილი ეს სიმპტომი მიანიშნებს გასტრიტსა და ღვიძლის პრობლემებზე. უმარილო, მტკნარი საჭმელი დაეხმარება ორგანიზმს მოიხსნას სპაზმი და დააწყნარებს კუჭს.

 

როცა საჭმელი სულ უმარილო გგონიათ ამის მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია და ნერვიულობა.

 

მზესუმზირის ჭამის ძლიერი სურვილი ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ კმარა ანტიოქსიდანტები.

 

ზღვის პროდუქტების ჭამის სურვილი მიანიშნებს ორგანიზმში იოდის ნაკლებობაზე. საჭიროა იოდის მარაგის შევსება. მიირთვით ვაშლის კურკები, გამოიყენეთ იოდიზებული მარილი.