როგორ მოვუაროთ (გავუფრთხილდეთ) კომპიუტერს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ (გავუფრთხილდეთ) კომპიუტერს

კომპიუტერის ტანსპორტირება. კომპიტერის ტრანსპორტირებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. არ შეიძლება მისი უხეშად რაიმეზე მიჯახება. გამორთეთ კომპიუტერი, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად აჯანჯღაროთ მოძრაობისას, მოერიდეთ უხეშ მოძრაობებს. რაც შეეხება ლეპტოპს, დარწმუნდით, რომ კარგად არის გამორთული, რადგან ჩანთაში ჩადებისას თუ ის ჩართულია, გადახურდება, რადგან ჰაერი ჩანტაში ცოტაა. ამან კი შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს.

კომპიტუერის გათიშვა. თუ კომპიუტერი შეერთებულია დენის ქსელში, არ გირჩევთ მის ხშირად გამოერთებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა, ცოტა ხანში კვლავ მოგიწევთ მისი ჩართვა. გამორთეთ shut down-ით.

თუ შიდა ქსელში სახლში გაქვთ რამე დაზიანება, აუცილებელია მისი გამოსწორება. შეიძლება დენის ძაბვა არ ნაწილდებოდეს სწორად. კომპიუტერთან გირჩევთ დააყენოთ სპეციალური დენის ძაბვის მაკონტროლებელი მოწყობილობა (UPS). მისი საშუალებით დაცული იქნებით როგორც დენის ძაბვის მომატებისგან, ასევე უეცრად გათიშვისგან.

გაგრილების კონტროლი. სისტემურ კვების ბლოკში, ასევე ქეისში არის სპეციალური ჰაერის ჩამკეტები დაყენებული. იმისათვის, რომ არ დაიმტვეროს შიგნით ყველფერი, დახურეთ ხოლმე ის, მისი გახსნა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა კომპიუტერის ტემეპრატურა იწევს მაღლა.

მაქსიმალურად დაიცავით კომპიუტერი, რომ მასში არ მოხვდეს სითხე. ეს განსაკუთრებით ეხება ლეპტოპის მოყვარულ ადამიანებს. კომპიუტერთან მუშაობისას ყავის დალევა ან საკვების მირთმევა არ არის რეკომენდებული. მონიტორების გასაწმენდად კი სასურველია გამოიყენოთ მხოლოდ სპეციალური სითხე!

მონიტორის სწორად განთავსება და პარამეტრების დაყენება. მოარიდეთ მონიტორი მზის პირდაპირ სხივებს. საჭიროა მისი დადგმა ისეთ ადგილას, სადაც არ ეცემა პირდაპირ მზის სხივი. კომპიუტერის შეძენისას ოთახის განათების შესაბამისად დააყენეთ ეკრანის განათება და კონტრასტი. არ არის აუცილებელი მაქსიმალურ დონეზე გქონდეთ აწეული. . ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამათბობლისგან მოშორებით იყოს მონიტორი და კომპიუტერიც, რათა არ იმოქმედოს სიცხემ მათზე.

გაწმენდა მტვრისგან. კომპიუტერის კლავიატურის გაწმენდა ეს აუცილებელი პროცედურაა. მტვერი მცირე ზომის ნამცეცები, თმა და სხვა ბევრი არასასურველი რამ გროვდება მასში. იმისთვის, რომ კომპიუტერმა გამართულად იმუშაოს, მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავე. 2 კვირაში ერთხელ გაწმინდეთ კლავიატურა, სკანერი/პრინტერი და სხვა პერიფერიული მოწყობილობები. რაც შეეხება თვითონ ქეისს და ლეპტოპს, წელიწადში ერთხელ მაინც სასურველია მისი შიგნიდან გაწმენდა. ამისათვის საჭიროა დაშლა და ხელახლა აწყობა, ასე რომ თუ ვერ ერკვევით, არ გირჩევთ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას. ასევე გაწმენდასთან ერთად სასურველია თერმოპასტის წასმა პროცესორზე, რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის ტემპერატურულ კონტროლს.