ჯანმრთელობა

დიეტა და ცხოვრების სტილი

როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ

როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

დიეტის შემდეგ ყველაზე რთულია წონის შენარჩუნება. არ შეიძლება ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივად იცავდეს დიეტას. საჭიროა მიღწეული პროგრესის შენარჩუნება. თუ თქვენ გიჭირთ დიეტის შემდეგ მიღწეულ წონაზე გაჩერება გაეცანით ინსტრუქციას სრულად.

 

საფეხურები

  1. 1 როგორც წესი, დიეტის შემდეგ როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს დაკლებული კილოგრამებიც იწყებენ ისევ შევსებას და მომატებას, თან ძალიან მარტივად. ამის გამო საჭირო ხდება კვლავ დიეტის დაცვა. ეს კი ყველაფერი დამეთანხმდებით ძალიან მოსაბეზრებელია. არც ყველაფრის ისე დატოვება არ შეიძლება როგორც არის, საშინელი გრძნობაა როცა საკუთარი სხეული თქვენ თვითონ არ ხართ კმაყოფილი. დიეტის გახსენებაზე კი უკვე "ალერგია" გაქვთ.
  2. 2 გაიხსენეთ რა იყო მიზეზი რის გამოც დაიწყეთ დიეტის დაცვა. ჩვეულებრივ შემთხვევებში მისი მიზეზია სხეულის წონით და ფორმით უკმაყოფილება, ყველას სურს, რომ მიალოებული იყოს "სილამაზის სტანდარტს". ქალბატონების უმრავლესობა რომლებიც იწყებს დიეტის დაცვას, იშვიათობაა მათგან ვინმემ გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რომელიც შეურჩევს მისთვის ზღვრულ რაციონს და ფიზიკური დატვირთვის დოზას. ექიმთან კონსულტაცია სასურველია, ზოგი ფიქრობს, რომ მას აწუხებს ზედმეტი წონა მაგრამ ეს ასე არ არის, ზედმეტად წონის დაკლება კი სხვა ჯანმრთელობისთვის საშიშ პრობლემებს იწვევს. გსმენიათ ალბათ ანორექსიაზეც. ასევე მეორე მიზეზი რის გამოც სასურველია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია დიეტის წინ ეს არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შესაძლოა ზედმეტი წონა გამოწვეულია არა ცუდი რაციონით არამედ რამე დაავადებით. ამ შემთხვევაში კი დეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.
  3. 3 დიეტის დასრულების შემდეგ არ არის საჭირო მაშინვე სუპერმარკეტში წასვლა და თქვენთვის საყვარელი საჭმლის ყიდვა. ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ, დიეტის დასრულების შემდეგ თავი მაინც მაქსიმალურად შეზღუდეთ. ნელ-ნელა და მცირედით მიირთვით ის საჭმელი რაც ძალიან გიყვართ და გასუქებთ. ნელ-ნელა შეჩვევა ორგანიზმს არ მიცემს საშუალებას უცებ მოიმატოთ წონაში. ყურდღება მიაქციეთ ფიზიკურ დატვირთვას. ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით მეტი, ლიფტის მაგივრად რამდენჯერმე ადით ფეხით. სასურველია სპორტულ დარბაზში სიარული, ფიტნეს კლუბში და რა თქმა უნდა ცურვა.
  4. 4 ლამაზი სხეულის შენაჩუნების ერთ-ერთი საფუძველი არის ბალანსრებული კვება. გამოიყენეთ თეფშის წესი: აიღეთ თეფში გაყავით ის შუაზე, შემდეგ ერთი ნაწილი კიდევ შუაზე, ამგვარად მიიღებთ სამ ნაწილს. ერთი უნდა ეკავოს ხილს, მეორე ბოსტნეულს, ხოლო მესამე ცილსა და ნახშირწყლებს. შეეცადეთ, რომ ეს პროპორციები მაქსიმალურად დაიცვათ. ნუ შეჭამთ ძილის წინ. ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს შეგილიათ მიირთვათ კეფირი ან იოგურტი. სასურველია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგრეტს.