როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს - rogor.ge

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს

 

ერთ-ერთი ვარინტი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმისათვის რომ გადააჩვიოთ თქვენი შვილი მავნე ჩვევას არის წამახალისებელი სისტემა. ამ სისტემის მიხედვით ბავშვმა უნდა დაიმსახუროს კომპიუტერთან დროის გატარება, ამისათვის კი დაუსახეთ მიზნად, რომ მან უნდა დაალაგოს ოთახი, დაგეხმაროთ სახლის მოწესრიგებაში, გამოგყვეთ საყიდლებზე და ა.შ. თუ ბავშვი ახერხებსყველაფერს და დაგიმტკიცათ, რომ დახმარების გარეშე მის ასაკთან შეფარდებით შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება და პრობლემების გადაჭრა,ასევე კარგად სწავლობს და ასწრებს დავალებების მომზადებას, მაშინ მიეცით მას საშუალება გაატარს კომპიუტერთან დრო. ზემოთ აღწერილი რჩევა დაეხმარება თქვენს ბავშვს დრობით მოწყდეს ვიტუალურ სამყაროს და ყურადღება სხვა რამეებზე გადაიტანოს.

 

მეორე საშუალება, კომპიუტერულ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად არის მკაცრი დროითი ნორმები. ეს გულისხმობს, რომ თქვენ მკაცრად უნდა გააკონტროლოთ დრო, რასაც თქვენი ბავშვი ხარჯავს კომპიუტერულ თამაშებში. გამოყავით დღეში რამდენიმე საათი მაგალითად 2 როცა მას შეეძლება ვიდეო თამაშებით გართობა. თუ თქვენ პირადად ვერ ახერხებთ დროის კონტროლს შეგიძლიათ სპეციალური დასაბლოკი პროგრამა გამოიყენოთ. ასევე არსებობს სპეციალური მოწყობილობები, ვიდეო თამაშების კომპლექტისვტის, რომელიც იბლოკება და მისი ტელევიზორთან მიერთებისას ის მაინც არ გაუშვებს თამაშებს. რა თქმა უნდა ამას თავიდან მოყვება პროტესტი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, თუ თქვენ უკან არ დაიხევთ, თქვენი შვილი დაკმაყოფილდება გამოყოფილი დროით.

 

თუ თქვენ გიჭირთ მისი გაგება, ვერ აიძლებთ რომ მან დაანებოს ხანგრძივ თამაშებს თავი, მოიცალეთ ხანახან და ითამშეთ მასთან ერთად 1 საათით, შემდეგ კი შესთავაზეთ სადმე ერთად წასვლა, გასეირნება კინოში ან რამე მატჩზე, შეეცადეთ იმეგობროთ მასთან და სცადოთ არსებული პრობლემის "რბილად" მოგვარება.

 

თუ თქვენი შვილი თამაშობს სტრატეგიებს, შესთავაზეთ მას ჭადრაკზე შესვლა და შეეცადეთ მისი დაინტერესება, თუ სპორტულ თამშებს მაგ ფეხბურთს შეიყვანეთ ის ფეხბურთზე და ხელი შეუწყვეთ მას, თუ უყვარს სროლები შეგიძლიათ დროდადრო ფეინთბოლის სათამშო გაუშვათ. შეეცადეთ ვირტულური სამყრო მაქსიმალურად რეალურით ჩაუნაცვლოდ, გარდა ამისა სპირტით დაკავება მას უფრო მოძრავს, მობილიზებულს და ენერგიულს გახდის, თვითონ დაეკრგება სურვილი დიდხნს ერთ ადგილზე ყოფნის.