ფსიქოლოგია და ურთიერთობები

სექსი

როგორ არ დავუშვათ 7 ძირითადი შეცდომა პირველი სექსის დროს (+18)

როგორ არ დავუშვათ 7 ძირითადი შეცდომა პირველი სექსის დროს (+18)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ინსტრუქციაში მოყვანილია რჩევები, თუ როგორ უნდა აირიდონ მამაკაცებმა თავიდან ფატალური შეცდომები პირველი ინტიმური კავშირის დროს. პირველ სექსს და ფიზიკურ სიახლოვეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება წყვილს შორის სამომავლო ურთიერთობა.

 

საფეხურები

  1. 1 სექსი არ არის სპორტი

    თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ქალისა და კაცის ფსიქოლოგია ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. გოგონებისთვის იმდენად თვითონ სექსის პროცესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა რამდენადაც სიტუაციას, თუ სად არის, ვისთან არის და გარშემო რა ხდება. მის მახსოვრობაში უფრო მეტად რჩება დეტალები თუ რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს, უყურებდით თუ არა მას თვალებში და ა.შ. ერთი შეხედვით რაც შეიძლება თქვენტვის იმდენად უმნიშვნელო და ელემენტალური იყოს, ზუსტად ამ წვრილმანმა იქონისო ქალის სიტუაციურ აღქმაზე ბევრი რამ, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ.
  2. 2 კუნთებით თამაში

    მნიშვნელოვანია, გაცნობიერებული გქონდეთ შემდეგი რამ, ქალების უმეტესობა არ არის "ვიზუალი". მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მას უგებდეთ და შინაგანი კავშირი გქონდეთ მასთან. გოგოს რა თქმა უნდა, მოსწონს მამაკაცის მკერდსა და პრესზე შეხება, თუმცა სრულად ამის იმედზე ნუ იქნებით, განსაკუთრებით მაშინ თუ არ ხართ დაინტერესებლი ერთჯერადი ურთიერთობით. თქვენ შეიძლება სრულყოფილი სხეული გქონდეთ, ბევრს მუშაობდეთ მის დახვეწაზე, თუმცა თქვენზე ნაკლებად სიმპატიურმა და "მოშვებული სხეულის " მქონდე ბიჭმა შეძლოს თქვენი გოგოს უფრო მეტად დაინტერესება. ამიტომაც დიდი ყურადღება დაუთმეთ ემოციურ კავშირს,ის არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური.
  3. 3 ნაცნობობის პირველი 10 წუთი არ გამოდგება სექსისთვის

    თუ პირველი ფიზიკური კავშირი დამყარდება გაცნობის შემდეგ ძალიან მცირე დროში, გოგონა დიდი ალბათობით არ ისურვებს თქვენთან სამომავლო ხანგრძლივ ურთიერთობას, განსაკუთრებით სერიოზულს. ასევე მამაკაციც, რომელიც უკვე დაკავდა ინტიმით, რომც მოინდომოს ურთიერთობის გაგრძელება, მას აუცილებლად შეაწუხებს ეჭვი და ფიქრები, არის თუ არა ეს გოგო სხვა კაცებისთვისაც ასეთი ადვილი ხელმისაწვდომი. თუ გსურთ ხანგრძილი ურთიერთობა, ან ძალიან, ძალიან მოგეწონათ გოგო და მასზე სერიოზულად დაფიქრდით, გირჩევთ "ნაადრევი" სექსისგან თავი შეიკავოთ, ეს სამომავლოდ გაგიადვილებთ საქმეს.
  4. 4 სტიმულატორები

    ნებისმიერი სტიმულატორის მიღებისას, უმჯობესია შეუთანხმდეთ მეწყვილეს, ან საერთოდ არ მოახდინოთ ამის აფიშირება. მართალია, პენისი მამაკაცის სიამაყის ერთ-ერთი საბაბია, მაგრამ მაინც არ არის კარგი გოგოს შესთავაზოთ იმის ყურება თუ როგორ მოქმედებს ვიაგრა თქვენზე, არსებობს დიდი რისკი, რომ მან ეს ძაიან ცუდად მიიღოს და ჩათვალოს ცხოველურად თქვენი საქციელი. ან საერთოდ ჩათვალოს, რომ სტიმულატორების გარეშე პრობლემები გექმნებათ სექსთან.
  5. 5 აკრობატიკა საწოლში

    პირველი სექსის დროს, მნიშვნელოვანია სცადოთ ერთმანეთთან შეწყობა. ეს გულისხმობს, რომ თქვენ უნდა დაადგინოთ თუ რა მოსწონს გოგოს და როგორ, ასევე რა არ მოსწონს. გოგონას ფსიქოლოგიიდან გამომდინარე თქვენი მოძრაობები უნდა იყოს ფრთხილი და რბილი. თქვენ უნდა მისცეთ საშუალება გოგოს, რომ ის ჩამოყალიბდეს თუ როგორ ურჩევნია მასაც. ერთი სიტყვით, პირველი სექსის დროს ნამდვილად არ გირჩევთ თავის გამოდებას, თუ რისკის მოყვარული ხართ, მაშინ თქვენთვის გზა ხსნილია.
  6. 6 მოგონებები ყოფილზე

    გოგონებისთვის სექსი არ არის კონკურსი და შეჯიბრი ფიზიკურ შესაძლებლობებში. ამიტომ არ დაუშვათ შეცდომადა არ იკითხოთ, ჯობიხართ თუ არა მის ყოფილებს. ეს ფრაზა და ამდაგვარი ტიპის ნებისმიერი კითხვა იქნება შეცდომა. გოგონებისთვის, გრძნობები უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ თქვენი ტექნიკა და ფიზიოლოგია. მათ სჭირდებათ ახალი შეგრძნებები და განცდები, არა ის თუ რომელ მის ყოფილს თქვენი ჩათვლით მეტი "დიხანია" აქვს.
  7. 7 ალკოჰოლი

    ურთიერთობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასაწყისია გაცნობა ღამის კლუბში. განათების ნაკლებობა, ასევე ალკოჰოლი სხეულში არ აძლევს მამაკაცს საშუალებას სწორად შეაფასოს მისი პოტენციური პარტნიორი. თუ მაინც მოხდა ფიზიკური კავშირი და მამაკაცი გამოფხიზლდა საწოლში, ფაქტიურად უცნობ ქალის გვედით, ეს ნამვილად იქნება გამოცდა ორივესთვის. ასე, რომ უმჯობესია "შეხვედრა" დაასრულოთ გათენებამდე, გამოფხიზლდეთ მარტო და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.