ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ფსიქოლოგია

პრაქტიკული ფსიქოლოგია

როგორ გავთავისუფლდეთ დაღლილობისგან სწორი სუნთქვის საშუალებით

როგორ გავთავისუფლდეთ დაღლილობისგან სწორი სუნთქვის საშუალებით

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

სუნთქვა არის ორგანიზმის ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც ჩვენი გააზრებული მოქმედების გარეშეც მუშაობს. "არასწორი სუნთვა" - რთულია წარმოსადგენია ალბათ არა? თუმცა მიუხედავად ყვეალფრისა ცოცხალი ხარ - ესეიგი სუნთქავ. ცხოვრების თანამედროვე რითმის გამო ადამიანებს უხდებათ სიჩქარე, ნერვიულობა და დროდადრო სტრესის გადატანა. ასევე ცხოვრების მდჯომიარე წესის გამო, რაც უწევთ ოფისში და სხვადასხვა სამსახურებში მომუშავე ადამიანებს, არის ჯანმრთელობისთვის საზიანო.

განგაშისა და შიშის რეჟიმში, ასევე წელში (ხერხემლის)მოხრა(რაც ცხოვრების მჯდომარე წესი წვევს), სიგარეტის მოწევისას სუნთქვა ხდება ზედაპირული, უფრო ხშირი ან პირიქით უფრო იშვიათი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი ფილტვების რესურსის ნახევარსაც კი. პულმოლოგების მტკიცებით, ხანდახან ეს არ აღემატება 20 % საც კი. თუ თვენ გაწუხებთ ხშირი მთქნარება, ღამე კბილების კრაჭუნი, ტკივილი კისერსა და მხრებზე (სიმძიმე), დაღლილობის სტაბილური შეგრძნება - ეს ყველაფერი არასწორი სუნთქვის სიმპტომებია, ორგანიზმი გატყობინებთ, რომ ის არ ღებულობს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს. თუ თქვენც გაწუხებთ ზემოაღნშნული სიმპტომები, გაეცანით ინსტრუქციას და ისწავლეთ როგორ გამოასწოროთ.

 

საფეხურები

  1. 1 არავითარ შემთხვევში არ მოიხარო!
    აუცილებელია, რომ ისუნთქოთ დიაფრაგმით. ერთი ხელი დაიდეთ მუცელზე, ხოლო მეორე მკერდზე. სწორი სუნთქვისას ხელი დარჩება გაუნძრევლად მკერდზე, ხოლო ხელი მუცელზე უფრო ჩაიწევს შიგნით. ეს ნიშნავს, რომ სუნთქვისას დატვირთულია დიაფრაგმა და ნეკნთაშორისი კუნთები.
  2. 2 ისუნთქეთ ცხვირით
    შეეცადეთ ყოველთვის ისუნთქოთ ცხვირით. ამით, არა მხოლოდ დაარბილებთ ჰაერს, სანამ ის მოხვდება პირდაპირ ფილტვებში, არამედ დაიცავთ ორგანიზმს მასში ბაქტერიების პირდაპირი მოხვედრისგან. სუნთქვისას, პირის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპორტული ვარჯიშის დროს, როცა აუცილებელია დიდი რაოდენობით ჰაერის მიღება, მაგალითად სირბილის დროს.
  3. 3 ნუ დაიტვირთებით ძალიან
    არ ღირს ძალიან ღრმად ჩასუნთქვა - სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი, რიტმული და ჰარმონიული. ძალიან ღრმა სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.
  4. 4 გააკეთეთ შესვენებები
    ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, მცირე შესვნებეა- ეს არის სტნდრტული სქემა ჯანსაღი სუნთქვის. ეს დაგეხმარებათ დააკვირდეთ სუნტქვის სიხშირესა და ინტენსიურობას.
  5. 5 არ შეიკავოთ სუნთქვა
    ძლიერი კონცენტრაციის დროს, როცა ტვინი მაქსიმალურად არის დაძაბული და დატვირთული - ჩვენ ვიკავებთ ხოლმე სუნტქვას, ეს ხდება ჩვენდა დაუფიქრებლად და გაუცნობირებლად ხოლმე. დაკვირდით საკუთარ თავს, სუნთქვის შეკავება ნიშნავს ბუნებრივი რითმის არევას. დააკვირით ხოლემ საკუთარ თავს და შეეცადეთ მოიშოროთ ეს უაროფითი ეფექტი.
  6. 6 წაიკითხეთ ხმამაღლა
    სწორი სუნთქვის სასწავლებლად ყველაზე კარგი სავარჯიშოა ხმამაღლა კითხვა. როცა იქნებით მარტო შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახიტ სცადოთ შედეგი. ასევე შეგიძლიათ დიქციაზეც იმუშავოთ.
  7. 7 ეს მარტივი პრინციპები დაგეხმარებათ გამოაცოცხლოთ ტვინი და სხეული განსაკუთრებით სტრესისა და დაღლილობის დროს. სწორი სუნთქვის ტექნიკა გამოიყენება იოგაში, შეგიძლიათ დაკავდეთ და ძალიან მალე ნახავთ შედეგს რომ დაღლილობა და სტრესი შორეული მცნებები გახდება თქვენთვის.

    რელაქსაციისთვის, როცა ხედავთ რომ აღელდით შეცვალეთ სუნთქვის რითმი, გააკონტროლეთ ის ცოტა ხნით და ნახავთ თუ როგორ მოგეშვებათ.