როგორ მოვიხმაროთ ყურსასმენები სწორად და გავუფრთხილდეთ მათ - rogor.ge

როგორ მოვიხმაროთ ყურსასმენები სწორად და გავუფრთხილდეთ მათ

 

პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ ყურსასმენები არ არის რეზინის. ისინი კარგად იწელება თავიდან, თუმცა გარკვეული დრის შემდეგ ადვილად ზიანდება და წყდება. ამიტომაც მოწყენილობის დროს მოერიდეთ მათ ხელში თამაშს. ხშირი თითქოს უბრალო თამაში საბოლოოდ აზიანებს მათ. არ არის აუცილებელი, რომ ისინი იმწამსვე გაფუჭდნენ თუმცა ეს ამ ყველაფერს ხელს უწყობს მათ მწყობრიდან გამოსვლას.

 

მას შემდეგ, რაც მორჩებით მუსიკის მოსმენას და ზოგადად ყურსასმენის გამოყენებას შეინახეთ ისინი ჩანთაში ისეთ სათავსოში სადაც არ აიბურდება. ჩადეთ ისეთ ჯიბეში რომელშიც არ დაზიანდება(მაგ არ დააჯდებით მას.) ჯიბეში ჩადების და ამოღების დროს ფრთხილად მოეპყარით ყურსასმენებს, ზუსტად ამ დროს ზიანდებაისინი ყველაზე ხშირად.

 

თუ მუსიკის მოსმენა ბოლო ხმაზე გიყვართ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ყურსასმენები დიდხანს ვერ გემსახურებიან. მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე მოსმენის შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს მათი "დინამიკი". ამ პრობლემის მოგვარება ადვილია, ჩაწერეთ მოსასმენ მოწყობილობაში კარგი ხარისხის მუსიკები და უსმინეთ საშუალო ხმაზე, ნუ აუწევთ მაქსიმალურზე. ეს რჩევა კარგია და გამოსადეგი როგორც ყურსასმენისთვის ასევე თქვენთვისაც !

 

მოიხსენით ყურსასმენი როცა ჭამთ, რადგან ხშირად ის ვარდება პროცესში.ასევე სირბილის დროს, ბევრს უყვარს მუსიკის მოსმენა, გაითვალისწინეთ, რომ მაისურის ქვეშ ან ზემოდან ისე მოათავსოთ შნურები, რომ მათი დაზიანების ალბათობა მაქსიმალურად შემცირდეს. ასევე წვიმის დროსაც მოერიდეთ მათ ტარებას. დროებით მოიხსენით და ჯიბეში შეინახეთ რათა არ დასველდე - რა თქმა უნდა თუ ის წყალგაუმტარი არ არის.