მოგზაურობა და დასვენება

ზოგადი რჩევები მოგზაურობისას

როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი ლაშქრობაში წასასვლელად

როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი ლაშქრობაში წასასვლელად

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ის ვინც ლაშქრობაში პირველად მიდის, აუცილებლად მოუწევს იმაზე ფიქრი თუ რა შეიძლება მას დაჭირდეს და პრობლემები შეიძლება შეექმნას მსვლელობის დროს. ბუნებრივია თუ გაგიჩნდებათ კითხვები: როგორი ტანსაცმელია უფრო კომფორთული ბუნებაში? ტყეში? მდინარეზე? საკმრისი არის თუ არა უბრალოდ ჯინსი და სქელი სვიტერი? არის თუ არა საჭირო სპეციალური აღჭურვილობა - "ეკიპიროვკა"? რომელიც პოპულარულია მონადირეებსა და მეთევზეებში. მოცემულ კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ინსტრუქციაში.

 

საფეხურები

  1. 1
    პირველ რიგში, აუცილებელი იცოდეთ, რომ ტანსაცმელი, რომლითაც წახვალთ ლაშქრობაშ უნდა იყოს ღია ფერის. რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად ყვეალფრისა ლაშქრობისას შეიძლება საფრთხე დაემუქროს თქვენს სიცოცხლეს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შემთხვევით ჩამორჩეს ჯგუფს და დაიკარგოს. ხოლო მისი ძებნა ტაიგაში და ხშირ ტყეებში ძალიან რთულია, ხოლო მუქი ფერის ტანსაცმელი კიდევ უფრო გაართულებს ამ პროცესს. ამიტომაც სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მაინც შეეცადეთ ისეთი ფერის ტანსაცმელი გეცვათ, რომ ადვილი დასანახი და შესამჩნევი იყოთ.
  2. 2 შეარჩიეთ ქურთუკი
    ყველაზე კარგი ქურთუკი საზაფხულო ლაშქრობებისათვის არის წყალგაუმტარი, თუმცა მიუხედავად ამისა მის შიგნით არსებული სპეცილური საფარის საშიალებით კანი ისუნთქებს, მას "მემბრანას" ეძახიან. ასეთუ ქურთუკები რა თქმა უნდა ჩვეუკებრივ ანალოგებზე ძვიი ღირს. თუმცა ლაშქრობის მოყვარულებისთვის, ის მასში გადახდილ ფასს სრულად გამოისყიდის პირველივე წვიმის დროს.
  3. 3 შეარჩიეთ შარვალი
    შარვალი ზაფხულის ლაშქრობისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მოხერხებული. ის აუცილებლად მალე უნდა შრებოდეს დასვლების შემთხვევაში. ჩვეულებრივი ჯინსის და "კამუფლაჟური" შარველები ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ისინი მძიმეები არიან და გვიან შრებიან.
    ლაშქრობა რომელიც რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, შეიძლება დაგჭირდეთ დასვრილი შარვლის გარეცხვა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული გაშრობა, ასევე წვიმის დროს დასველების შემდეგ აუცილებელია მალე შეიძლებოდეს მისი ხელახალი გამოყენება.
  4. 4 აირჩიეთ მაისური
    ბამბის შემცველი მაისურები დატოვეთ სახლში. მაისურები რომლებიც არის დამზადებული სინთეტიკისგან, არის ბევრად უფრო მოსახერხებელი ლაშქრობისას.
    2 კვირიანი ლაშქრობისას, თქვენ გეყოფეთ რამდენიმე ცალი ასეთი მაისური, რომელიც არის მსუბუქი და ადვილად ირეცხება და შრობა.
  5. 5 შეარჩიეთ მოსაცმელი
    სალაშქრო მსაცმელებს ამზადებენ მსუბუქ მაგრამ თბილი მატერიისგან - ფლისა-სგან ან მისი ანალოგისგან პოლარისგან. მათი მოდებელი ძალიან ბევრი და არჩვანიც დიდია. 2 კვირიან ზაფხულის ლაშქრობაში დაგჭირდებათ 1 ცალი ფლისკა. თუმცა არ აურიო ეს თანსამცელი იმასთან რითიც დადიხართ "პალატკის" გარეთ, ან რაშიც გძინავთ.
  6. 6 შეარჩიეთ ქუდი
    ზოგი არ იყენებს, თუმცა სასურველია, რომ ყოველი შემთხვევისთვის თქვენ გქონდეთ. ქუდის ფორმა, ფერი და დიზაინი შეარჩიეთ გემოვნების მხიედვით. მთავარია, ის იყოს მსუბუქი, რომ არ შეგიქმნათ დისკომფორტი და ატარებდეს ჰაერს.
  7. 7 შეარჩიეთ ტრუსები და წინდები (ნასკები)
    საცვლებისა და წინდების ფერს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა გირჩევთ, რომ ისინი იყოს დამზადებული სინტეთიური მასალისგან, რომელიც მალე შრება. ეს დაგეხმარებთ მათ მალე გარეცხვა-გაშრობაში. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი დღით გეგმავთ ლაშქრობაში ყოფნას.