როგორ ვთქვათ სწორად "არა" - rogor.ge

როგორ ვთქვათ სწორად "არა"

 

პირველ რიგში, გააცნობიერეთ შინაგანად და აუხსენით საკუთარ თავს, რომ უარის თქმა რამის გაკეთება შესრულებაზე არის დამოკიდებული თქვენ ნება-სურვილზე. მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით,როგორ საზოგადოებაში ხართ და რაც ხდება ირგვლივ, თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება იმოქმედოთ ისე, როგორც თავად თვლით საჭიროდ. არ არის სამარცხვინო გქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და სურვილები, ხოლო თქვენი ქმედებები იყოს მოტივირებული მათ მისაღწევად. ნორმალური და შეგნებული ხალხი პირიქით დააფასებს მაგას, ასე წონაც მეტი გექნებათ საზოგადოებაში. უარის თქმის დროს, ნუ იფიქრებთ რომ ხართ ეგოისტი.

 

თუ გიჭირთ უარის თქმა, მოემზადეთ ამისთვის სახლში. შეგიძლიათ ივარჯიშოთ და სცადოთ საკუთარი არგუმენტები მოიშველიოთ. თქვენი უარი უნდა იყოს მყარი, სწორად გადაწყვეტილი და უნდა იყოთ დავთაჯერებული მისი თქმის დროს. აქვე შეეცადეთ რომ დაანახოთ ადამიანს რომ მის მიმართ ხართ კეთილგანწყბილი, რომ უარი მის მიმართ ნეგატიური განყობის გამო არ გითქვამთ. და გახსოვდეთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში უარის თქმა არ ნიშნავს რომ მუდამ ყველას და ყოველთვის უარს ეტყვით, უბრალოდ ამ მომენტისთვის შექმნილი გარემოებების გამო ასე საჭირო.

 

თუ არ გინდათ, რომ იყოთ სუსტი, და კიდევ მოიყვანოთ არგუმენტები იმ ადამიანის მიმართ რომელიც ითხოვს დახმარებას, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თავის მართლება, როცა ამბობთ უარს. შეგიძლიათ მოკლედ 1-2 სიტყვით აღწეროთ რომ აკეთებთ მნიშნველობან რამეს, ან დაკავებული ხართ, მარა არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თავის მართლება და სინანული იმის გამო, რომ თქვით არა.

 

ნაცვალსახელი "მე" აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები იმ დროს როცა ამბობთ უარს. მაგალითად: "მე არ გავაკეტებ ამას." "მე არ შემიძლია ამის გაკეთება, ეს საჩემო არ არის.". "მე არ ვფიქრობ რომ ეს ჩემი გასაკეთებელია." "მე ამას ვერ გავაკეთებ".

 

თუ თქვენს პასუხს მოყვება საპასუხო უარყოფითი გამოხმაურება, (დიდი ალბათობით ეს ასე იქნება თუ ყველა მიჩვეულია, რომ უარს არ ამბობთ) მაშინ გირჩევთ თქვენი უარი კვლავ ამაყად და თავდაჯერებულად გაიმეოროთ, თუმცა აგრესიის გარეშე. შეგიძლიათ აუხსნათ, რომ "გასაგებია თქვენი არგუმენტები, თუმცა მიუხედვად ამისა ამას არ გავაკეთებ, უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს." ნუ ახსნით ზედმეტად თქვენს პოზიციას. თუ მაინც გადაწყვეთ, მაშინ ძალიან მოკლედ და ლაკონურად. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თავის მართლება. უარი არის თქვენი უფლება !