როგორ გავიუმჯობესოთ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი (9 ფრაზა რომლის წარმოთქმა არ შეიძლება) - rogor.ge

როგორ გავიუმჯობესოთ ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი (9 ფრაზა რომლის წარმოთქმა არ შეიძლება)

 

ეს არ შედის ჩემს მოვალეობებში, მე ამის გამო ფულს არ ვიღებ ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლის მოსმენაც შეიძლება სამსახურში, რომელიც გამოიყენება რამის არ გასაკეთებელი მიზეზის გასამართლებლად. 99% შემთხვევებში ეს ფრაზა უფროსებში და სხვა თანამშრომლებში იწვევს იმის განცდას, რომ თქვენთვის სულერთია კომპანია და საერთო საქმე, ეს მეტყველებს თქვენს გულგრილობაზე. აქედან გამომინარე, როცა გავალებენ იმის გაკეთებას რაც უშუალოდ არ გეხებათ, სჯობს უპასუხოთ შემდეგნაირად: "დღეს ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. რომელი მათგანია უფრო საჭირო და პრიორიტეტული?"

 

ფრაზა: "მე არ მაქვს თქვენთან სალაპარაკო დრო, დაკავებული ვარ." ასეთი პასუხი - როგორც წესი ცუდი აღზრდის ნიშანია. უფრო ეთიკური იქნება: " ბოდიშს გიდხით, სასწრაფო თათბირია, ახლავე უნდა წვიდე. ან "მოდით ეს საკითხი სხვა დროს განვიხილოთ, დამირეკეთ." ასევე შეგიძლიათ უპასუხოთ: "მოდით ეს განვიხილოთ მოგვიანებით, 1-2 საათში, ახლა ვამთავრებ ერთ დაწყებულ საქმეს." მართალია თვენს მიერ აქ წაკითხული ფრაზები უბრალო და ბანალურია, თუმცა მათი გამოყენებით ბევრად უკეთესს წარმოდგენას უქმნით გარშემომყოფებს ვიდრე მოკლე უხეში უარით.

 

შეიძლება ეს ჟღერს სულელურად, მაგრამ... ასეთი "შესავალი" თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლინ თვენს მიერ შემგდომში ნათქვამ მოსაზრებას. აუცილებლად აუკრძალეთ თავს ამ ფრაზის გამოყენება.

 

არ მიწყინოთ, მაგრამ... ეს ჟღერს ისე, თითქოს აფრთხილებთ ადამიანს, რომ აპირებთ მისთვის არასასიამოვნოსა და ცუდის თქმას. ამ ფორმით, თქვენ თავიდანვე ქმნით ისეთ განწყობას, რომ თანამოსაუბრემ აღიქვას თქვენი ნათქვამი, როგორც შეურაცხყოას, და თუ მასში არაფერი ისეთი, აუცილებლად დაუსვამს თავს კითხვას, ამ ნათვამში რამე ხო არ არის ისეთი რაც არ არის მისთვის მისაღები, რატომაც ის გააფრთხილეთ. იმ წამსვე, როცა ეგ ფრაზა მოგადგებათ ბაგებზე, აუცილებლად შეცვალეთ თემა ან სათმელის ფორმულირება სხვანაირად მოხაერხეთ.

 

"უი როგორ გახდი! " ან " როგორ მოიმატე !" წონა ბევრისთვის ძალიან მტკივენული და პირადული თემაა. ადამიანები რთულად იღებენ ცვლილებებს, განსაკუთრებით, ისეთს რაც მათ სხეულსა და გარეგნობას ეხება, ამიტომაც ამდაგვარი კომენტარებს შეუძლია ხასიათი გაუფუჭოს მას ვისაც ამ ფრაზებს ეტყვით. თუ კომპლიმენთის თქმა გსურთ, ჯობს მოკლედ თქვათ, "რა კარგად/სასიამოვნოდ/შესანიშნავად გამოიყურები".

 

"თქვენს ასაკში, შესანიშნავად გამოიყურებით" ეს ფრაზა ისე ჟღერს თითქოს თანამოსაუბრეს ახსენებდეთ მის ასაკს. ეს ასევე შესაძლებელია მიღებული იყოს როგორც: "სხვა მოცებთან შედარებით თქვენ შედარებით უკეთ და ნაკლებად მოტეხილად გამოიყურებით." კიდევ განვმეორდები, სჯობს უბრალოდ უთხრათ "თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით."

 

შენ შენს რეპერტუარში ხარ/ შენსას არ იშლი შეეცადეთ არ მიაკრათ ადამიანს აბრა/"იარლიკი", რომ ის ესეთია(უყურადღებო/უსუფთაო და ა.შ.). კონფლიქტური ფრაზების ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ: "მე არ მომწონს, გაღიზიანებული ვარ, რომ შენ ისევე... " "რა შეგვლიძლია გავაკეთოთ, რომ ასეთი რამ კიდევ არ განმეორდეს? ან მე რა გავაკეთო რომ იგივე არ გაიმეორო?" ნაცვალსახელი "მე"-ს გამოყენებით თქვენ აქცენტირებას ახდენთ იმაზე, თუ თავს როგორ გრძნობთ, არა იმაზე, რომ რამდენად ცუდია თქვენი პარტნიორი. ეს იქნება სტიმული მისთვის, რომ არსებული პრობლემის მოგვარება მინიმუმ სცადოს.

 

სინამდვილეში რომ გყვარებოდი, მაშინ შენ... ამ ფრაზის წარმოთქმისას თქვენ ახდეთ არა მხოლოდ თანამოსაუბრის ღია მანიპულირებას, ასევე ხაზსს უსვამთ, რომ არ გაკმაყოფილებთ მისი დამოკიდებული თქვენს მიმართ. ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ ალბათობა იმისა მინიმალურია, რომ მოხდეს თქვენი უკმაყოფილების მიზეზის გამოსწორება. უკეთესია თქვენი სათქმელის ფორმულირება მოახდინოთ შემდეგნაირად : "მე ვიგრძნობდი თავს უკეთ, რომ შეგვეძლოს..." ეს არის კარგი საშუალება მოახდინოთ პროდუქტიული ურთიერთობის გახანგრძილება, ამის შემდეგ სჯობს აუხსნათ, თუ რამ გამოიწვია თქვენი განაწყენება და გააგრძელოთ ერთად არსებული პრობლემის მოგვარება.

 

"შენ იყავი ზედმეტად კარგი მისთვის", "მიხარია რომ გათავისუფლდი მისგან/მოიშორე ის". იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცდილობთ დააწყნაროთ და ანუგეშოთ მეგობარი ან სხვა ადამიანი, პარტნიორთან განშორების შემდეგ მან შესაძლოა ეს თქვენი ნათვქამი სხვანაირად აღიქვას. სულ მცირე მან შეიძება გაიგოს თქვენი ნათქვამი როგორც მისი გემოვნების დამცირება, ან აგრძნობინოთ რომ თქვენ ფიქრობთ მასზე, რომ მან არ იცის ადამიანიანების გარჩევა. ზემოაღნიშნული ფრაზის მაგივრად, გირჩევთ გამოიყენოთ: "მან ბევრი რამე დაკარგა შენი სახით..." ამ ფრაზის აღქმა ადამიან ანუგეშებს და მისი გაგებაც მხოლოდ 1 მხრივ შეიძლება.