როგორ ვიყოთ საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს 7 რჩევა - rogor.ge

როგორ ვიყოთ საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს 7 რჩევა

 

ისწავლეთ ემოციების გამოხატვა თუ თქვენ გრძნობთ, რომ რამით უკმაყოფილო ხართ და სადაცაა "აფეთქდებით" პირდაპირ უთხარით პარტნიორს. აუხსენით, რომ უკმაყოფილო ხართ მისი ქცევებით და დამოკიდებულებებით, აუხსენით, რომ ეს გწყინთ და შეეცადეთ დაასაბუთოთ კონკრეტული მაგალითებით. შეგიძლიათ ისინიც დაამატოთ თუ რამდენად გიქმნით დისკომფორტს ის ფაქტი, რომ თქვენ ნათქვამს არ ითვალისწინებენ და აზრებს არ სცემენ პატივს. ემოციების გამოხატვა და ამაზე ღიად საუბარი საყვარელ ადამიანთან უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. როცა პარტნიორმა იცის რა გაწუხებთ, რა არ გსიამოვნებთ, რა დროს გრძნობთ თავს ცუდად და რა მიზეზით მას აქვს შესაძლებლობა უფრო გაგიგოთ თქვენ. ეს კი რა თქმა უნდა იწვევს ემოციურ სიახლოვეს.

 

ისწავლეთ ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა მთელი გულით, გულწრფელად ! რამდენად ხშირად თხოვთ თქვენს საყვარელ ადამიანს რამის პატიებას გულახდილად და გააზრებულად? არასდროს? ძალიან ხშირად? (ჯამში ორივე ვარიანტი ძალიან ცუდია, ფაქტიურად ერთი და იგივე.) თქვენ მიეჩვიეთ ბანალურ ფრაზებს? მაპატიე, "სორი" "შემთხვევით მოხდა" "არ მეგონა", არ შეიძლება ამ სიტყვების მონოტონურად რობოტივით გამეორება. როგორც წასი, როცა ადამიანი გულახდილად აღიარებს შეცდომას და დანაშაულს იცვლება მისი ინტონაცია, ხმის ტემბრი და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს თითოეული სიტყვის თქმა და გულწრფელად დანაშაულის აღიარება. გახსოვდეთ, რომ გულწრფელ აღიარებაზე და ასე მოხდილ ბოდიშზე შეუძლებელია პარტნიორი დიდი ხნით იყოს ნაწყენი.

 

არ დაკარგოთ ემოციონალური კონტაქტი თუ თქვენ ხედავთ, რომ კარგავთ ემოციონალურ კონტაქტს პარტნიორთან, აღადგინეთ ის რაც შეიძლება სწრაფად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს გეუხერხულებათ, გრცხვენიათ ან არსებობს სხვა მიზეზები. რაც შეეხება გოგოებს, მათი მიდგომა, რომ "გოგო პირველი არ რეკავს/წერს" ხშირად არ არის სწორი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის უფრო გაცივება და საერთო ჯამში კი დასრულება.ასე რომ გირჩევთ არ გარისკოთ და არ ელოდოთ რომ თუ უყვარხართ მაინც თვითონ გადადგამს ნაბიჯს.

 

არასდროს არ გამოიყენოთ შანტაჟი ურთიერთობებში არსებობენ ადამიანები, რომელიც ყველა ჩხუბის შემდეგ ემუქრებიან შეყვარებულებს დაშორებით. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა! თუ თქვენთვის უერთიერთობას აქვს ღირებულება, ფასი და მნიშვნელობა ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. ნუ მოახდენთ უერთიერთობით მანიპულირებას.

 

ხშირად ჩაეხუტეთ! თუ გინდათ ძლიერი და მჭიდრო ურთიერთობა - ხშირად ჩაეხუტეთ საკუთარ პარტნიორს. ეს დაგეხმრებათ მოიხსნათ დაძაბულობა და გათავისუფლდეთ სიცივისგან რაც შეიძლება იყოს უერთიერთობაში. გახსოვდეთ: რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც ცხარედ იკამათოთ, დაიძინეთ ერთ საწოლში!

 

სექსი არ არის მთავარი ბევრი გოგო (ეხებათ გასათხოვრებს) ფიქრობს, რომ სექსის საშუალებით შესაძლებელია ურთიერთობის აწყობა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არც ისე მარტივი როგორც მათ ეჩვენებათ. სექსის საშუალებით შესაძლებელია არსებული ურთიერთობის გამყარება, ახალ დონეზე გადაყვანა, თუმცა ისინი ვინც ურთიერთობას იწყებენ ნულიდან და ფიქრობენ რომ "საწოლის" საშუალებით ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე ისინი ნამდვილად ცდებიან ამაში.

 

გააღვივეთ, გაამყარეთ ურთიერთობა უერთიერთობა და დამოკიდებულება მუდმივარ ცვალებადია. ყველა ადამიანს ახასიათებს, რომ ისინი მცირედით მაინც იცვლევბიან სულ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოქმედებს ურთიერთობაზეც. თუ ისეთი აღარ ხართ, როგორიც იყავით 10 წლის წინ, მიეცით საკუთარ პარტნიორს საშუალება შეიცვალოს. გეგმები დაალეთ ერთად, იოცნებეთ ერთად, განიხილეთ მიმდინარე მოვლენები ერთობლივად და მიიღეთ საერთო გადაწყვეტილებები. ამგვარად ჩამოყალიბდება ერთმანეთის მიმართ ნდობა. როცა წყვილს ერთმანეთის იმედი აქვთ, რომ სირთულეების მიუხედავად ისინი ერთად არიან და შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა ისინი განიცდიან ძლიერ ემოციონალურ კავშირს.

 

როგორც ერთმა ბრძენმა თქვა "ურთიერთობაზე საჭიროა მუშაობა" ! თუ გრძნობთ, რომ იპოვეთ ადამიანი, რომელიც გიყვართ და მზად ხართ მასთან ერთად იყო მთელი ცხოვრება, არ მისცეთ მცირე წვრილმანებსა და გაუგებრობებს შეგიშალოთ ხელი. გაუფრთხილდით ურთიერთობას და ნაბიჯ ნაბიჯ შექმენით და გამოძერწეთ ის საკუთარი ხელებით. თუ თვლით რომ ეს ინსტრუქცია საინტერესოა და შეუძლია დახმარება პრობლემის მოგვარებაში გაუზიარეთ მეგობრებს და მათ ვისაც შესაძლოა ესაჭიროებოდეს. არ დაშორდეთ საყვარელ ადამიანს, გაუფრთხილდით ურთიერთობებს!