როგორ ვიურთიერთოთ იმ ადამიანებთან რომლებიც გვაღიზიანებენ (7 ფსიოლოგიური ილეთი) - rogor.ge

როგორ ვიურთიერთოთ იმ ადამიანებთან რომლებიც გვაღიზიანებენ (7 ფსიოლოგიური ილეთი)

 

გამოიყენეთ პაუზა. იმ წამსვე, როცა რამე შეგაწუხებთ საუბრისას, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამ გაგაღიზიანათ, უაზრო ხუმრობამ, დამცირებამ, უადგილო რეპლიკამ თუ ნებისმიერი ნეგატიურმა საქციელმა. ნუ იქნებით სუბიექტური! თქვენი პირველი ნეგატიური რეაქცია შექმნის დაძაბულობის ტონს მთელი დარჩენილი საუბრის განმავლობაში. თუ ის არის თვენი თანამშრომელი, რომელთანაც საჭიროა რამე გეგმის განხილვა, ან საქმიანი კითხვაა, მცირედით გადადგით ნაბიჯი უკან, მოიქეცით ისე თითქოს არ გაგიგიათ კითხვა, ამით აგრძნობინებთ, რომ ხლა არ არის ამ თემის განხილვის დრო. იგნორი - ეს არის "უდიდესი ხელოვნება", რომელიც გაძლევთ ძალას წაიყვანოთ საუბარი საჭირო კალაპოტით, ზუსტად იმგვარად როგორც ეს თქვენთვის არის მოსახერხებელი. პაუზის შემდეგ გააგრძელეთ დუძალებლად საუბარი, ვითომც არაფერი მომხდარა.

 

ნუ იქნებით მიკერძოებული ადამიანი, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, შეიძლება სხვა ბევრს მოსწონდეს და საზოგადოებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდეს. შეიძლება მას ყავს ბავშვი, საყვარელი ადამიანი, მეგობრები. არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც ის უყავრთ და აფასებენ. ყველა ჩვენგანშია ბევრი დადებითი და კარგი რამ, რა თქმა უნდა ცუდთან და ნეგატიურთან ერთად. თუ თქვენ თანამოსაუბრეს დაუწყებთ საუბარს იმის მიხედვით რომ იხელმძღვნელებთ მხოლოდ უარყოფითი საქციელით და შეხედულებით მაშინ არაფერი კარგი არ გამოვა ამ საუბრიდან. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვხედავ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც ჩვენ თვითონ გვსურს. იყავით განსხვავებული, ნუ დაიკავებთ ნეგატიურ პოზიციას - რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან შეთანხმება, რიგ თემებზე მაინც.

 

რა იქნება რომ... მნიშვნელოვანი კითხვა დასვით ამ ფორმულირებით, რა იქნება რომ... და თქვენ გაოცდებით, როგორ შეიცვლება გარშემომყოფების რეაქცია ამ სიტყვების შემდეგ. ამგვარად თქვენ მისაღებს ხდით დასმული კითხვის ნებისმიერ სხვადასხვა ფორმით პასუხის გაცემის შესაძლებლობას. ამ გზით თქვენ მაქსიმალურად ირიდებთ საკამათო თემას. რისკიც მცირდება რომ უთანხმოებას და აზრების სხვადასხვაობას მოყვეს კამათი და აგრესია. გირჩევთ გამოიყენეთ ეს ფორმულირება რაც შეიძლება ხშირად!

 

შექმენი საკუთარი ხელშეუხებელი გარემო როგორც კი იგრძნობთ, რომ ადამიანი გადადის ნებადართულ ზღვარს მაშინვე მიიღეთ ზომები. საუბრის დროს შეგიძლიათ ოდნავ მოშორდეთ მას. ცოტა ხნით მოშორდით მას, გადით სხვაგან. წარმოიდგინეთ თქვენს გარშემო მანათობელი ველი - ერთგვარი ენერგო სფერო, დამცავი ფარი. ეს დაგეხამრებთ იყოთ ბალანსში. ამგვარად ნეგატურ თანამოსაუბრეს არ გამოუვა თქვენი ენერგიის წართმევა რადგან თქვენ გექნებათ საკუთარი ხელშეუხებელი სფერო

 

აკონტროლეთ თავი და გააცნობიერეთ სიტუაცია თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება გააწყვეტინოთ საუბარი თანამოსაუბრეს, რომელიც მეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. პირდაპირ შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გსურთ მოცემულ თემაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს თემა პირადულია თქვენთვის. კიდევ არის ერთი საშუალება - ყველაფერი გადიტანეთ ხუმრობაში. იუმორთან შეჯიბრი აზრს კარგავს. პოლიტიკა და რელიგია ეს არის ორი თემა რომლის დახურვაც შესაძლებელია თამამად თავიდანვე.

 

მიეცით მეორე შანსი როცა ადამიანი არ არის სკმარისად კორექტული თქვენს მიმართ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა კითხოთ მას "რაღაც მე ვერ გავიგე კარგად?" ან "უკაცრავად? "ამ ფორმით თქვენ აძლევთ თანამოსაბრეს შანსს დაფიქრდეს იმაზე თუ რა თქვა და რა იგულისხმა. არსებობს მეორე ვარიანტიც. ნებისმიერი მის მიერ ნათქვამი ფრაზა შეგიძლით საკუთარი ინტერპრეტაციით გაიმეოროთ, რომ ზრი შეუცვალოთ თქვენს სასარგებლოდ ნეგატივის გარეშე. რა თქმა ამ შემთხვევაში არ არის გარანტია, რომ 100% ით მუდმივად შეძლებთ ამას და გაამართლებს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ამ მიდგომას სასწაული ეფექტის მოქხედნა შეუძლია. ამით თქვენ ხაზს თქვენ გონებაგამჭრიახობასაც გაუსმევთ ხაზს.

 

ის რაც არ მოგწონთ ადამიანებში, მცირე დოზით მაინც არის თქვენშიც ეს რთულად გასაგები და გასაზრებელი რამაა. თუმცა სიმართლეა, რომ ხშირად ჩვენ გვაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგვანან. ის რაც არ მოგვწონს სხვებში, პირველ რიგში ეგ თვისებები არ მოგვწონს საკუთარ თავშიც. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ მაღიზიანებს მე ეს? ამ გზით თქვენ შეგიძლიათ უკეთესად გაიგოთ საკუთარი თავის და გადალახოთ ბარიერი ურთიერთობებში. სიბრაზე, აგრესია და გაღიზიანებადობა რაც ჩნდება გარკვეულ სიტუაციებში შეიცვლება რაციონალური ურთიერთობით სამყაროსთან.

 

მოცემული რჩევებით თქვენ ნადვილად ვერ დაეუფლებით დიპლომატიის ხელოვნებას, თუმცა რადიკალურად შეცვლით უკეთესობისკენ თქვენს ურთიერთობას ადამაინებთან. შეეცადეთ ძალიანაც არ მიაქციოთ ყურადღება სხვების უარყოფით თვისებებს, ან მიიღეთ ის ხალხი ისეთად როგორიც არის. ეს დაგეხმარებათ მშვიდი და გაწონასწორებული იყოთ მათთან ურთიერთობაში. გაუფრთხილით საკუთარ თავსა და ნერვებს. გაუზიარეთ ინსტრუქცია მეგობრებსაც !