როგორ გავყინოთ საზამთრო - rogor.ge

როგორ გავყინოთ საზამთრო

დასაწყისისათვის აუცილებელია მოამზადოთ საზამთრო. დაჭრამდე საჭიროა მისი კარგად გარეცხვა და შემდეგ გამშრალება. ყველაზე კარგია საზამთროს გარეცხვა გამავალი წყლით. შეგიძლიათ რეცხვისას გამოიყენოთ ჯაგრისი. მოხერხებულია მისი გამშრალება ქაღალდის ხელსახოცით.

გარეცხვის შემდეგ საჭიროა საზამთროს დაჭრა ნაჭერებად. ამ პროცედურის წყალობით კომფორტულია პროდუტის შენახვა. აუცილებელია კანის მოჭრა, ასევე თესლების მოშორება. გირჩევთ, რომ თავიდან ის გაჭრათ შუაზე, შემდეგ მეოთხედზე, როცა გადაწყვიტავთ როგორი ნაჭრებით შეინახოთ საზამთრო სჭიროა დაჭრათ უფრომცირე ნაწილებად, მაგალითად კუბიკეპად. დაჭრის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

გამზადებული ნაჭრები საჭიროა განცალკევებით მოათავსოთ, ისე რომ არ ხდებოდეს მათი ერთმანეთთან შეხება. თუ გაყინვის დროს ნაჭრები მიედება ერთმანეთს, გართულდეა მათი განცალკევება. იმისათვის, რომ გაყინვის შემდეგ მარტივი იყოს საზამთრო სნაჭრების აღება, დაუფინეთ ქვემოთ პერგამენტი.

გაყინვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ნაჭრები არ გამაგრდება, ისე რომ თითის დადება არ უნდა უცვლიდეს ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა შეგემქნათ გაყინული საზამთროს ნაჭრის პერგამენტიდან მოსაშორებლად გირჩვეთ ფრთხილეად გამოიყენოთ დანა, ისე რომ არ დააზინოთ ნაჭერი.

ბოლო ეტაპი მოიცავს გაყინული ნაჭრების ისე გადატანას შემდგომი შენახვისთვის ისე, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება. ამასთან ერთად საჭიროა გათვალისწინებული იყოს რომ სანამ დააფარებთ ხუფს აუცილებელია იყოს დარჩენილი მცირე ადგილი. ეს იმისათვის კეთდება, რომ გაყინვის პროცესში, როცა გაფართოვდება ნაჭრები არ მოხდეს ხუფის მოხსნა და გადაწევა.

ამ ხილის შენახვის ვადა არის 8 დან 12 თვემდე. ხოლო გამდნარი საზამთრო შეიძლება შენახული იყოს მხოლოდ 3-4 დღე.