როგორ გავლენას ახდენს რეგულარული სექსი ფიგურაზე - rogor.ge

როგორ გავლენას ახდენს რეგულარული სექსი ფიგურაზე

 

მხოლოდ სექსუალურ აქტზე რომ იყოს დამოკიდებული ადამიანის ფიგურა, მაშინ ქუჩაში ბევრად მეტი გამოყვანილი ტანისა და ფიგურის ადმიანი ივლიდა ვიდრე ზედმეტი წონით შეწუხებულები. ბევრი ადამიანი სექსლუარ აქტს განიხილავს როგორც კარდიო-დატვირთვის ერთგვარ ნაირსახეობას. რაღაც დოზით, მოცემული აზრი არ დგას შორს სიამრთლისგან, რადგან სექსის დროს გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირე იზრდება, ხოლო სისხლი ბევრად სწრაფად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც განაპირობებს სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის პროცესების და იწვება კალორიები. რაც შეეხება ციფრებს, საშუალოდ აქტის დროს მხოლოდ 250 კალორიას წვავს.

 

რომანისა და ურთიეთობის დასაწყისში, როცა მამაკაცი და ქალი უმეტესს დროს საძინებელსა და საწოლში ატარებენ და მხოლოდ მცირე დროს სამზარეულოში, შიმშილის გრძნობის მოსაკლავად, ასეთ დროს ისინი მართლა გახდებიან. მცირე რაოდენობით ჭამა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა სექსის სახის რა თქმა უნდა გამოიწვევს გახდომას. გარდა ამისა, არის ადამიანებისკატეგორია,რომლებიც როცა ძალიან არიან შეყვარებულები ხშირად მადა უქვეითდებათ. მადის დაქვეითება კი რა თქმა უნდა იწვევს წონაში დაკლებას. დანარჩენ შემთხვევაში, კვირში 3-4 ჯერ სექსით დაკავება და სხეულის რადიკალურად დახვეწა არ არის პირდაპირ კავშირში გახდომასთან.

 

მხედველობაში იქონიეთ, რომ ლამაზი ფიგურა არა მხოლოდ მომატებული მეტაბოლიზმის შედეგია, არამედ ორგანიზმის მიერ მიღებული კალორიების აქტიურ დაწვასაც აქვს დიდი დატვირთვა და რა თქმა უნდა კარგად განვითარებულ კუნთოვან მასაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. სწორად ის კუნთები, რომელთა გავარჯიშებასაც უთმობს დროს და ავითარებს ადამიანი, გამოიყურება კარგად, არის გამომშრალი, ცხიმის მასაც მინიმალური რაოდენობით აქვს. ხშირად წოლა, უმოქმედობა, უვარჯიშებლობა იწვევს სხეულის არასწორ ფორმირებას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სექსი არ განაპირობებს ფიგურის იდეალურ ფორმებს, საჭიროა ვარჯიში და მუდამ ტონუსში ყოფნა, სექსუალური ურთიერთობა კი დამატებითი მოტივაცა და სტიმულია ამისათვის.

 

არის თუ არა შესაძლებელი კუნთების დაყენება სექსის საშუალებით? კუნთის მასის გაზრდა სექსუალური აქტის დროს ნამვილად არ გამოგივათ, თუმცა მისი გამაგრება და რელიეფურობის მომატება შესაძლებელია. იმ პოზების დროს, როცა მამაკაცი არის ზემოდან და დაყრდნობილია ხელებსა და მკლავებს შესაძლებელია ამან გამძლეობა და ძალა შემატოს. პოზები სადაც ქალებია ზემოთ დატვირტულია ქალის კუნთები, კერძოდ თეძოები, წელი და სხვა, ეს კი იწვევს მათ სიმკვრივეს და ხდის უფრო მომხიბვლელს. გარდა ამისა, ბევრ პოზაში პარტნიორები შეიძლება გრძნობდნენ, რომ მათი სხეულის კუნთები იწელება. რაც უფრო გაწელილია კუნთები, უფრო გრაციოზული და მოქნილია ადამიანი.

 

და ბოლოს, სექსის დროს სისხლში გაისტყორცნება დიდი რაოდენობით სიამოვნების ჰორმონი, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს დადებითად. გარდა შინაგანი გრძნობისა, ადამიანს გარეგნულადაც ეტყობა ცვლილებები, კანი ხდება უფრო ნაზი და ჯანსაღი, ხოლო თვალები იძენს ბზინვარებას. ამ ჰორმონების მოქმედების გამო, გარკვეული დროის შემდეგ, იმ ადამიანის ფიგურა, რომელიც საკუთარ თავს არ უწყვეტს სიამოვნების მიღებას, ხდება უფრო ჰარმონიული და პროპორციული.