როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად (4 შეცდომა რასაც მშობლები ხშირად უშვებენ) - rogor.ge

როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად (4 შეცდომა რასაც მშობლები ხშირად უშვებენ)

 

ჭამა ნებისმიერ ფასად ბავშვებისთვის, რომლებიც გაცდნენ უკვე 1 წელს, საჭმლის მიღება არ დგას პირველ ადგიზე. ამ პერიოდში ის ცდილობს შეიცნოს გარემო და სამყარო უფრო მეტად ვიდრე დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა. გარდა ამისა, ამ პერიოდში ბავშვები იწყებენ საჭმლის გარჩევას. ხშირად ისინი ჭირვეულობენ ჭამის დროს და მშობლებმაც მოიფიქრეს სხვადასხვა საშუალებები თუ როგორ მიაღებინონ საკვები ძალით. ისინი ხან უკითხავენ ზღაპრებს, ხან ეთამაშებიან ჭამის დროს, ან აყურებინებენ მუტლიპლიკაციურ ფილმებს, ხანდახან კი შეიძლება ამ თამაშებმა მოიცვას მთელი სახლის ტერიტორია, თუმცა ეს არ არის სწორი, როცა მშობელს უწევს თეფშითა და კოვზით მთელ სახლში სირბილი ბავშვთან ერთად. კვების ასეთი ფორმით, ბავშვი დანაყრებულია, თუმცა დარღვეულია კვების კულტურა, ჭამის დროს საჭიროა ბავშვმა დააგემოვნოს რასაც ჭამს, ჭამოს ნელადა გააზრებით, ასეთ დროს ის მარტივად ამუშავებს მიღებულ საკვებს. ასე რომ თუ ბავშვი მუდმივად ასე მოტყუებით და თამაშით იკვებება, მომავალაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის მხრივ. ჯანსაღი მონელებისთვის, საჭიროა მადა, ასეთ დროს ორგანიზმი მზად არის მიიღოს და გადაამუშავოს საჭმელი. თუ ბავშვი ჯანმრთელია და აქტიური, თუმცა არ უნდა ჭამა, ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ არ შია. როცა მას მოშივდება თვითონ მოითხოვს ჭამას. იმ შემთხვევაში კი თუ ბავშვი დასუსტებულია, უხასითოდ არის არ ჭამს და თავს ვერ გრძნობს კარგად, ასეთ დროს ჭამის დაძალება არაა გამოსავალი, აუცილებლად ბავშვში უნდა ანახოთ ექიმს.

 

ბოლო კოვზამდე და ნამცეცამდე ხშირად მშობლები ითხოვენ ბავშვებისგან და აძალაბენ მათ, რომ ბოლომდე მიიღონ იმ რაოდენობით საჭმელი, რაც მათ გადაუღეს. ამისათვის მათ ატყუებენ და უყვებიან სხვადასხვა ისტორიებს თუ რატომ არის აუცილებელი ამდენი ჭამა და რამდენი უნდა ჭამოს ბავშვმა. ეს ყველაფერი კი უბრალოდ არღვევს ბავშვის მადას. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის შეზიზღება და არ მიღება, ასევე ორგანიზმის მოთხოვნილებების შეგრძნების დარღვევა. ამავე მიზეზით ხშირად ხდება, რომ ბავშვს უვითარდება ახალი ცუდი ჩვევა და ჭამს იმაზე მეტს ვიდრე მას სჭირდება, ამის გამო ის დაიწყებს ჭამას, არა იმიტომ რომ შია, არამედ რომ მიიღოს სიამოვნება. თუ ხედავთ, რომ ბავშვი მუდამ ტოვებს თევფშზე საჭმელს, დაუდეთ უბრალოდ მას შედარებით მცირე დოზით. თუ თქვენ ნახავთ ამ ოქროს შუალდეს, უკვე დროდადრო შეგეძლებათ მცირე ულუფეით მოუმატოთ დოზა.

 

სადილის მრავალფეროვნება ხშირად ბავშვები არ ჭამენ მანის ფაფას, თუმცა გემრიელა მიირთმევენ მაკარონებს. გარკვეული დროის შემდეგ კი ყოველ დღე ითხოვენ მაკარონებს სადილად. ისედაც დაკავებული და დატვირთული დედები, კი მეტად იტვირთავენ თავს და სთავაზობენ მრავალფეროვან სადილებს ასარჩევად. ასეთი საქციელით, ისინი ათამამებენ შვილებს ზედმეტად. ამის გაკეთებ კი ნამდვილად არ ღირს. თუ მიეცით თქვენ ეშმაკუნას საჭმელი, ის კი არანაირად არ ჭამს, დაელოდეთ, ესეიგი ის არ არის საკმარასად მშიერი. თუ სხვას არაფერს შესთვაზებთ მართალია ის ცოტა პრეტენზიას გამოხატავს, თუმცა შეჭამს აუცილებლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დათმობებზე წახვალთ ზედიზედ რამდენჯერმე, ყოველ ჯერზე მოგიწევთ მაშინ ამის გაკეთება.

 

ჭამის კულტურა სტუმრად ყოფნისას ხშირად უფროსები არ აქცევენ პატარებს ყურადღებას, თუ როგორ იქცევიან ისინი სახლში ჭამის დროს. არ ასწავლიან მათ სუფრასთან მოქცევის წესებს, ხოლო მაშინ როცა წაიყვანენ მათ სტუმრად და არ მოსწონთ ბავშვის ქცევა აძლევენ შენიშვნებს და ეჩხუბებიან, ბავშვი კი ვერ გებულობს რატომ უბრაზდებიან, რადგან მისთვის ეგ საქციელი ჩვეულებრივია რის გამოც სახლში არ ისჯება. ამის გამო პატარა ვერ ხვდება რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი კარგად იქცეოდეს სუფრასთან, იცოდეს მოქცევის წესები, აუცილებელია ამის მაგალითი თქვენ მისცეთ მას სახლში და აუხსნათ. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებს, რომლებსაც პრობლემა აქვთ ბავშვის სწორ კვებსთან დაკავშირებით.