როგორ ვიკვებოთ სწორად გასტრიტის დროს - rogor.ge

როგორ ვიკვებოთ სწორად გასტრიტის დროს

 

გასტრიტის დროს, როცა სახეზე გვაქვს დაბალი მჟავიანობა, საჭიროა ვიკვებოთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. ხოლო იმ შემთხვევაში კი როცა მჟავიანობა მომატებულია, პირიქით, აუცილებელია რაციონიდან ამოვიღოთ ასეთი პროდუქტების რომლებიც კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს. ასევე არსებობს რიგი საკვები პროდუქტებისა, რომლეთა მიღებაც გასტირის ორივე სახეობის დროს არის შესაძლებელი.

 

ფაფების მიღება რეკომენდირებულია ყველასათვის, ვისაც აქვს რაიმე ტიპის პრობლემა კუჭთან დაკავშრებით. განსაკუთრებით სასარგებლოა წიწიბურისა და შვრიის ფაფები, ასევე ცნობილი როგორც "ჰერკულესი". მათი მომზადება შეიძლება როგორ წყლით, ასევე რძით. გასტირიტის დროს სასურველია ფაფა იხარშებოდეს შედარებით დიდი ხნის მანძილზე. არ იყიდოთ და არ მიიღოთ ისეთი ფაფები რომლებიც უცებ მზადდება ადუღებული წყლის დასხმით, მათთან არანაირი დადებით ეფექტი არ რის მოცემული დაავადების დროს.

 

მიიღეთ კარტოფილი მოხარშული სახით, ან როგორც პიურე - ეს არის ძალიან სასარგებლო საკვები პროდუქტი კუჭლის ლორწოვანი სისტემისთვის. ეს არ ვრცელდება კარტოფილ -ფრიზე, პირიქით მისი ხშირი მიღება აღიზიანებს ლორწოვან გარსს. ასევე სასარგებლოა თევზის ის სახეობი რომლებიც არ გამოირჩევიან ცხიმით, როგორც წესი ასეთებია ზღვის თევზები. იმისთვის, რომ თევზმა სარგებელი მოგიტანოთ, საჭიროა მისი მოხარშული სახით მიღება, მისი გამომზადება შეიძლება როგორც ორთქლზე, ასევე წყალზე. არ გამოიყენოთ სუნელები ზედმეტად, განსაკუთრებით მწარე ან მჟავი გემოს მიმცემი.

 

ხორცის მიღებას შეიძლება მხოლოდ იმ სახეობის რომლებიც არ შეიცავენ ცხიმს, მაგ:წიწილა, კურდღელი, ან ღორის და ძროხის ისეთი ნაწილები რომლებიც არ არის ქონით დაფარული. ხორციანი საკვებიდან ყველაზე სასარგებლოა კოტლეტები, რომლებიც მზადდება ორთქლზე. მაინც თუ გადაწყვეტთ ხორცის მიღებას, მიირთვით ის მცირე რაოდენობით, რადგან მისი მონელება რთულია და ზედმეტი დატვირთვა კი კუჭის დაავადების დროს არ არის სასურველი.

 

გამხმარი თეთრი პური და სუხარი, არის შესანიშნავი საკვები ასეთ დროს. ის ნაკლებად ტვირთავს კუჭს. რძემჟავის შემცველი პროდუქტები დაწეული სიმჟავიანობის დროს სასარგრბლოა. ხოლო თუ მჟავიანობა მომატებულია, გირჩევთ ისინი საერთო ამოიღოთ რაციონიდან. გასტრიტის დროს საჭიროა უმეტესად მიირთვთ ვეგეტარიანული საკვები, სუპები, გაზავებული ბილიონი, რაც შეიძლება ნაკლები სუნელებით და დანამატებით, აუცილებლად თბილ მდგომარეობაში.