როგორ მოვამზადოთ ისპანახის სალათი ლორით და შებოლილი სულგუნით

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ისპანახი 300 გრ.
- ლორი ან სხვა შებოლილი შაშხი 150 გრ.
- შებოლილი სულგუნი 100 გრ.
- მწვანე ხახვი 50 გრ.
- მწვანე წიწაკა 10 გრ.
- ცოცხალი ქინძი 15 გრ.
- ზეთი 20 გრ.
- ძმარი 30 გრ.
- შაქარი 5-8 გრ.
- მდოგვი 5 გრ.
- მარილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ამ სალათისთვის აირჩიეთ ქორფა ისპანახი. ისპანახი გარეცხეთ, მოაცალეთ ძირები და მოათავსეთ საწურზე გასაშრობად.
- 2 მწვანე ხახვი, ქინძი და მწვანე წიწაკა წვრილად დაჭერით.
- 3 თუ აარჩევთ რაჭულ ლორს, საჭიროა მოხარშოთ და ხარშვის დროს ორი-სამჯერ გამოუცვალოთ წყალი. მოხარშული ლორი გააცივეთ და დაჭერით გრძელ და თხელ ნაჭრებად.
- 4 სოუსისთვის დაასხით ძმარი ჭურჭელზე, დაამატეთ მდოგვი, მარილი და შაქარი, მოურიეთ კარგად, ბოლოს დაამატეთ ზეთი და კვლავ მოურიეთ.
- 5 ზეთი არ ათქვიფოთ დიდხანს, რათა არ მიიღოთ ემულსიის კონსინსტეცია.
- 6 შეგიძლიათ სოუსში გამოიყენით ლიმნის წვენი, დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენობით.
- 7 თუ სოუსი გამოგივიდათ მჟავე, დაამატეთ შაქარი ან თაფლი, რაც კარგად ანეიტრალებს სიმჟავეს.
- 8 სოუსის მომზადების შემდეგ, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაასხით სოუსი და მსუბუქად მოურიეთ.
- 9 სალათა მოათავსეთ თეფშზე და დააყარეთ სქლად გახეხილი შებოლილი სულგუნი.
- 10 სალათის გასაფორმებლად ყველის გარკვეული რაოდენობა დაჭერით თხელ და დიდ ნაჭრებად.