როგორ გავაპრიალოთ მანქანის ფარები - rogor.ge

როგორ გავაპრიალოთ მანქანის ფარები

დასაწყისისთვის მოაგროვეთ ამ შეიძინეთ საჭირო ნივთები, რაც დაგეხმარებათ ფარების გაწმენდაში. მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ ფარების გაპრიალება, როცა ყველაფერი ხელთ გექნებათ. სამღებრო წებოვანი ქაღალდით დაფარეთ დეტალები, რომლებიც ახლოსაა ფარებთან, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან მათი დაზიანება.

რბილი ზუმფარის ღრუბლის საშუალებით დაამუშავეთ ფარების ზედაპირი, ისე რომ ის იყოს თანაბარი. შეეცადეთ არ დაკაწროთ. როცა მორჩებით დამუშავებას, უბრალოდ წყალი გადაასხით ფარებს და გაამშრალეთ, თქვენ დაინახავთ შედეგს.

გირჩევთ, ფარები გაამშრალოთ სპეციალური მიკროფიბრის ნაჭრით, რომელსაც იყენებენ მანქანის გასაშრობად გარეცხვის შემდეგ. ფარის გაშრობა ბევრად სწრაფად არის შესაძლებელი თუ მას მოხვდება წნევით თბილი ჰაერი. ფარების პოლირების, გაპრიალების დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც მაქსიმალურად იქნება გასწორებული ზედაპირი.

მანამ სანამ დაიწყებთ ჭურჭლის სარეცხი ღუბელის გამოყენებას, გარეცხეთ ის წყლით. ერთი პატარა დეტალიც კი კმარა იმისათვის, რომ მოახდინოს ფარის დაზიანება.

პოლიროლის (გამაპრიალებელი საშუალების) დატანა შეიძლება რამდენიმე ხერხით. შეგიძლიათ ის დაიტანოთ პირდაპირ ფარზე, ან ჯერ ღრუბელზე რამდენიმე წვეთი სახით. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გააკეთეთ ისე, როგორც ჩათვლით საჭიროდ.

შეეცადეთ ისე მოახდნოთ ფარის გაპრიალება, რომ ერთი და იგივე ადგილზე არ ხვდებოდეს ღრუბელი, არამედ თანაბრად იყოს განაწილებული მოძრაობა. თუ დიდხანს გააჩერებთ ერთ ადგილას შეიძლება ფარი გახურდეს და გადნეს. დააკვირდით და მაიქციათ ყურადღება, რომ ღრუბელი იყოს მუდამ სველი და გაჟღენთილი, რათა არ მოხდეს ხახუნის შედეგად გახურება.

მას შემდეგ, როცა მიიღებთ სასურველ შედეგს, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ზედაპირი. ყველა ამ მანიპულაციის შემდეგ თქვენი ავტომობილის ფარები უნდა ბწყინავდეს და ანათებდეს როგორც ახალი ნაყიდი.