როგორ შევარჩიოთ ჰანტელები - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ჰანტელები

 

არსებობს არაერთი ჰანტელის სახეობა. შეიძლება შეხვდეთ ასაწყობ ჰამტელებს ასევე ერთ მთლიან ჩამოსხმულს. ასევე არსებობს მორეზინებული, ქრომირებულები, კომპლექტური, სხვადასხვა გრიფებითა და "ბლინებით". ჰანტელის ნებისმიერი სახეობა არსებობს სპეციალური ვარჯიშებისთვის, მაგალითად ფიტნესისთვის გამოიყენება ქრომირებული და კომპლექტური, რომლეთა წონა არის 1-დან 5 კგ მდე.

 

ბოდიბილდერები და მძიმეწონიანი ათლეტები იყენებენ სრულ მთლიან ჩამოსხმა ჰანტელებს, რომელთა წონა არის მუდმივი და იწყება 12- კგ დან და სრულება 50კგ მდე. სავარჯიშო დარბაზებში იყენებენ მორეზინებულ კომპლექტურ ჰანტელებს, ამის საშუალებით ვიზიტორებს აქვთ საშუალება თავისი ინდივიდუალური წონისა და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ივარჯიშონ სასურველი წონით. მორიზინებული ჰანტელები ხელს უწყობს დაიცვას იატაკი დაზიანებისგან.

 

განცალკევებული გრიფები და ბლინები ყველაზე მეტად გამოდგება სახლის პირობებში. ასეთი კომპლექტი დაგეხმარებათ ეკონომიის გაკეთებაში და არ მოგიწევთ ცალკე შეიძინოთ სხვადასხვა წონები. ჰანტელის შეძენისას აუცილებლად ყურადღებ მაიქციეთ რომ ის იყოს კომფორტულად საჭერი ხელში და არ ქმნიდეს რაიმე დისკომფორტს. ამის შემოწმება კი ძალიან ადვილია, უბრალოდ რამდენჯერმე აწიეთ ის. თუ ის ადგილი სადაც კიდებთ ხელს უხეშია გირჩევთ არ ივარჯიშოთ ხელთათმანების გარეშე, ამით თავს დაიცავთ ბებრებისგან.

 

თუ სახლში უვკე გაქვთ ძელი, რომელზეც ვარჯიშობთ, გირჩევთ იყიდეთ ჰანტელები იმავე დიამეტრის სადაც ხდება გრიფთან გადაკვეთა. ამ შემთხვევაში შეგეძლებათ ფული დაზოგოთ "ბლინებზე"

 

ჰანტელების მრავალი სხვადასხვა ვარიანტიდან შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სასურველი ფორმა, ასევე ფერიც. ასევე დამჭერები, რომლებიც მოყვება ჰანტელებს შეიძლება იყოს ზამბარიანი და ხრახნისებრი (ვინტისებრი). მისი არჩევაც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.