
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- წითელი ლობიო 200 გრ.
- ხახვი 200 გრ.
- ნიორი 15 გრ.
- ნიგოზი 200 გრ.
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- ხმელი ქინძი 1/3 ჩ.კ.
- შაშკვლავი 5 გრ.
- ნიახური 5 გრ.
- ქონდარი 5 გრ.
- ზაფრანა 5 გრ.
- ახალი ქინძი 10 გრ.
- უცხო სუნელი 1/2 ჩ.კ
- პიტნა 2 გრ.
- ზეთი 100 მ.ლ
- ძმარი 1 ს.კ.
- მარილი გემოვნებით
- სოუსის რეცეპტი
- ხახვი 80 გრ.
- ზეთი 30 გრ.
- ახალი ქინძი 10 გრ.
- ნიგოზი 40 გრ.
- ხმელი ქონდარი 3 გრ.
- უცხო სუნელი 5 გრ.
- ხმელი ქინძი 3 გრ.
- ძმარი 1 ს.კ.
- ნიორი 1 კბილი
- წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
საფეხურები
- 1 ლობიო მოვხარშოთ. ნახარში გადავასხათ ცალკე ჭურჭელში.
- 2 ლობიოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი, ზეთში მოშუშული ხახვი და ნიორი. შემდეგ სუნელები, მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით, გატარებული ან დანაყული ნიგოზი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში.
- 3 მომზადებული ლობიო კარგად დავჭყლიტოთ და გავაციოთ. გაცივებული მასისგან გავაკეთოთ ლობიოს გუნდები და მოვათავსოთ ის მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.
- 4 ამასობაში მოვამზადოთ სოუსი ლობიოს გუნდებისთვის.
- 5 მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავამატოთ სუნელები, ძმარი, მარილი, გატარებული ნიგოზი, ლობიოს ნახარში და ვხარშოთ 4-5 წუთის განმავლობაში.
- 6 სოუსი გავაციოთ და შიგ ჩავაწყოთ ლობიოს ბურთულები.
- 7 კერძი უნდა მიირთვათ ცივად.