როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის ცირკულაცია - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ სისხლის ცირკულაცია

 

ფიზიკური ვარჯიშები - ყველაზე კარგი და ჯანსაღი საშუალება სისხლის ცირკულირების დასარეგულირებლად. არ არის აუცილებელი, რომ რთული სავარჯიშოები აკეთოთ ყოველ დღე, გაისერინეთ საღამოს 30 წუთით კვირაში 5 ჯერ მაინც. კარგია თუ დაკავდებით ცურვით, ასევე ველოსიპედით სეირნობაც შესაშნივად ასტიმულირებს სისხლის ცირკულირებას. კარგია თუ დილით გაღვიძებისას შეასრულებთ მარტივ კომპლექსურ ვარჯიშებს, აერობიკას, ეს მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ, თუმცა მთელი დღე მხნედ იქნებით.

 

რეგულარული მასაჟი ეხმარება სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას და აწვდის მას მთელ სხეულს.მომადუნებელი მასაჟი მთელ სხეულზე აფართოვებს სისხლძარღვებს, ეს კი ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას. ხელზე დაისხით ზეითუნის, ქოქოსის ან მინდალის ზეთი, დაისრუსეთ ხელის გულები. კარგია თუ რამდენიმე წვეთ როზმარინის ზეთსაც გამოიყენებთ. ნაზი პროპორციული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი ხელებზე, ტერფებზე, ფეხებზე და სხვადასხვა სხეულის ნაწილზე როგორც მაოხერხებთ. მასაჟის შემდეგ რამდენიმე წუთით წამოწექით და დაისვენეთ. გაიმეორეთ პროცუდურა კვირაში რამდენჯერმე.

 

ჰიდროთერაპია - კიდევ ერთი მარტივი და ეფექტური საშუალებაა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული საშუალება ეხმარება სისხლძარღვებს გაფართოებაში და ამით იზრდება სისხლის გამტარობა. ცხელი აბაზანის მიღება, ორთქლის აბანო, ჯაკუზი. ეწვიეთ საუნას რამდენჯერმე კვირაში და ეს დადებითად აისახება თქვენს ორგანიზმის ჯანმრელობაზე, გამოიდევნება შლაკები და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

 

კაკაო რომელსაც შეიცავს შავი შოკოლადი, ეხმარება სისხლის ცირკულირებაში. გარდა ამისა გამოკვლევებმა აჩვენეს. რომ ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ფეხებისკენ, მისი ბიო-ქიმიური შემადგნელობის საშუალებით ხდება არტერიის გაფართოება. კარგია თუ დღეში 1 ელ მაინც მიღებთ შავ შოკოლადს, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ის სასარგებლოა მხოლოდ მაშინ თუ მასში კაკაოს შემცველბა არის მინიმუმ 70%.