როგორ გავცეთ არასასიამოვნო და უხერხულ კითხვებს პასუხი - rogor.ge

როგორ გავცეთ არასასიამოვნო და უხერხულ კითხვებს პასუხი

 

რამდენი წლის ხართ? ეს კითხვა არის სრულად ნორმალური, თუ თქვენ ხართ მიღებაზე ექიმთან, ან გასაუბრებაზე, ან როცა ავსებთ რამე დოკუმენტებს რომელიმე ორგანიზაციაში. თუმცა როცა ამ კითხვას სვამს ახლადგაცობილი ადამიანი, თან ამას აკეთებს ისეთ წრეში სადაც სხვა ადამიანებიც არინ, ნამდვილად არ არის ეტიკეტური და მიღებული საქციელი. ასეთმა კითხვამ შეიძლება დაგაფიქროთ რომ არ გამოიყურებით ასაკთან შესაფერისად, ან არ გაცვიათ სათანადოდ. არასდროს არ შეიმციროთ ასაკი. იმ შემთვევაში თუ გავრცელდება სიმართლე, გარდა ასაკისა სხვემა შეიძლება იფიქრონ რომ კიდევ რამეს მალავთ, ან ხართ მორიდებული საკუთარი თავის. ასეთ დროს გირჩევთ პირდაპირ თქვათ, რომ არ განიხილავთ ასაკის თემას უცხო ან ახლადგაცნობილ ადამიანებთან. ან თუნდაც თქვათ რომ არ არის ლამაზი როცა როცა ახლადგაცნობილ ადამიანს, განსაკუთრებით ქალს ეკითხებიან ასაკს. ან გაიღიმეთ და უპასუხეთ რომ სინაგანად მუდამ 18 წლის ხართ.

 

რამდენს შოულობთ? ხელფასი რამდენი გაქვთ? დღევანდელ დღეს შეიძლება ხელფასის ოდენობა არ მეტყველებდეს ადამიანის სტატუსზე. მაგალითად, შეუძლია უბრალო დამლაგებელს შეიძინოს არც თუ იაფიანი მანქანა განვადებით და მასე იაროს, თუმცა ბიზნესს ლედი შეიძლება სრულად უბრალო ტანსაცმლით შეიმოსოს. ადამიანმა შეიძლება ეს უტაქტო კითხვა იმიტომ დასვას რომ ინტერესდებოდეს თქვენი სტატუსით საზოგადოებაში, ან პირიქით, უბრალოდ ინტერესებს თქვენს პოზიციაზე რამდენია ანაზღაურება. ხანდახან უხერხულია პასუხის გაცემა თუ რამდენი გქვთ ხელფასი, განსაკუთრებით როცა ის არის მცირე, ან შეიძლება პირიქით, დიდი ოდენობს შემთხვევაში შეიძლება შეშურდეთ მისი და თხოვნებით შეაწუხონ. იმისათვის, რომ შეცდომა არ დაუშვათ დაამრგვალეთ ციფრი თქვენი შეხედულემისაბერ და ისე თქვით.ან ამ მომენტშიც შეგიძლიათ თქვათ რომ არ გსურთ მისი ოდენობის დასახელება, და რომ არ არის კარგი ჟესტი ამკითხვის დასმა.

 

რატომ არ ხართ გათხოვილი? როგორც წესი ამ კითხვას სვამენ ნათესავები ოჯახურ დღესასწაულებზე. უცხო ადამიანებს პრინციპში ეს კIტხვა დიდად არ აწუხებთ ხოლმე. შეეცადეთ რომ არ იუხეშოთ ხოლმე, ზოგი ამ კითხვას მართლაც იმის გამო სვამს რომ გული შეტკივა თქვენზე, თუმცა ამ ზრუნვას ცუდი მეთოდით გამოხატავს. შეგიძლიათ სპონტანურად უთხრათ, რომ ახლახანს გაიცანით ახალგაზრდა ადამიანი, და რა იქნება მომავალში ჯერ არ იცით. ან დრო გვაჩვენებს, სანამ არ შეგხვდებათ ის ერთადერთი ადამიანი ვისთანაც კარგად იგრძნობთ თავს.

 

რაც შეეხება სხვა უტაქტო კითხვებს, რომლების ჩამოთვლაც მართლაც რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, სჯობს ღიმილითა და ირონიით უპასუხოთ ვიდრე დაღვრემილი და ნაწყენი სახით. არ არის აუცილებლობა, რომ დაამტკიცოთ რაიმე სიმართლე. მოიფიქრეთ რამდენიმე შაბლონური პასუხი და გამოიყენეთ ის. მაგ, როცა ახალგათხოვილ გოგონას ეკითხებიან ხომ არ ელოდება ბავშვს, ან რატომ არ ფიქრობს ბავშვზე, გასცეს პასუხი რომ ელოდება წეროს რომელიც მოუყვანს. ამით კითხვის დამსმელიც მიხვდება, რომ უადგილო იყო ეს კითხვა. ან შეგიძლი პასუხი გასცეთ სხვა ფორმალურ გარემობებში სხვა კიტხვებს შემდეგი კონტრ კითხვით "რას მოგცემს ეხლა ეს ინფორმაცია რომ გიპასუხო?" ან აარიდეთ თავი ტექნიკურად, "რა მკითხე? ნამვილად არ მაქვს მაგის თავი დღეეს, ვერ ვგრძნობ თავს კარგად."