როგორ დავითანხმოთ ურჩი ბავშვი 5 რჩევა მშობლებს - rogor.ge

როგორ დავითანხმოთ ურჩი ბავშვი 5 რჩევა მშობლებს

 

გამოიყენეთ FOMO- ფენომენი გაშიფრეთ ეს დასახელება როგორც " Fear of Missing Out" - რამის გამოტოვების შიში. აზრი გამომდინარეობს შემდეგში, ბავშვები არიან ძალიან ცნობისმოყვრეები, მათ აქვთ მოთხოვნილება მიიღონ რაც შეიძლება მეტი და ახალი შთაბეჭდილებები. გამოიყენეთ ეს თვისება, მოთხოვეთ ბავშვს, რომ გააკეთოს ის რაც მას არ მოსცონს, მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება, რადგან მიიღოს ის რაც მას უნდა. მაგ: "არ გინდა რომ მიირთვა ეს ახალი ფაფა?, კარგი მაშინ შენს მაგივრდ ამას შეჭამს ვინმე სხვა, მაგ ფუმფულა სათამშო ან სხვა ადამიანი., "თქვენ შედეგს მალევე ნახავთ, რომ ბავშვი ინტერესის გამო აცილებლად შეჭამს ფაფას.

 

დაამატეთ ცოტაოდენი ჯადოქრობა აუცილებლად შემატეთ თქვენი ბავშვის სიცოცხლეს ზღაპრული გმირები და სიუჟეტები. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ბევრად უფრო გაგიადვილდებათ აჭამოთ ბავშვს ომლეტი, თუ ეტყვით რომ ის ჯადოსნური კვერცხისგან არის დამზადებული, რომელიც ზღაპრის პერსონაჟმა ჯადოსნურმა ქათამმა დადო. დამერწმუნეთ, რომ ჩვეულებრივი კვერცხისგან დამზადებულ ომლეტს, პატარა ამჯობინებს ჯადოსნურს.

 

წაახალისეთ თქვენი პატარა ბავშვებზე ეს მეთოდი უტყუარად მოქმედებს ! უთხარით მას: "თუ ეხლა შენ გაიხეხავ კბილებს, მე გაჭმევ ნაყინს." იყავით ფრთხილად, რომ პატარა წახალისებების მეთოდი არ გადავიდეს შანტაჟში, არ დაუშვათ რომ ბავშვთან სასაუბრო ენა ჩაანაცვლოს საბაზრო - სავაჭრომ. არ გამოიყენოთ ეს ხერხი მუდმივად.

 

მეთოდი "ცხოველებიც ასე აკეთებენ" ბავშვისთვის ბევრად საინტერესოა იცურავოს ისე როგორც დელფინმა, ჭამოს სალათი ისე როგორც ქამელეონმა, დაიბანოს ისე როგორც ამას აკეთებს სპილო ან კატა, ვიდრე გააკეთოს ყველაფერ უბრალოდ ისე ინტერესის გარეშე. ბავშვებს უყვართ და აინტერესებთ ცხოველები და ზუსტად ეს ინტერესი აძლევს მათ მოტივაციას გააკეთონ ის რისი გაკეთება საშინლად არ უნდათ.

 

მეცით ბავშვს შეცდომების დაშვების საშუალება სეირნობისას მაქსიმალურად შეეცადეთ არ შეზღუდოთ ბავშვი, მიეცით საშუალება ეზოში დაიკმაყოფილოს ინტერესი, თუნდაც დასვაროს ტანსაცმელი. ნაწვიმარ გუბეშიც მიეცით საშუალება რომ ერთხელ მაინც დასველდეს. შემდეგ ჯერზე ის მიხვდება და აღარ გაიმეორებს ამას. კარგი იქნება, თუ მიაჩვევთ პატარაობიდანვე, რომ მის საქციელს და ქმედებებს აქვს შედეგი და რომ აკრძალვები ტყუილად არ არის მოგონილი და დაწესებული.