როგორ არ მოვექცეთ სხვების მანიპულირების და ზეგავლენის ქვეშ - rogor.ge

როგორ არ მოვექცეთ სხვების მანიპულირების და ზეგავლენის ქვეშ

 

როგორც წესი, ხშირად იმ ადამიანებზე ახდნენ ყველაზე ადვილად მანიპულირებას, რომლებიც მერყეობენ საკუთარ თავში. ამიტომაც, ავტოტრენინგის საშუალებით გათავისუფლდით ეჭვებისგან საკუთარ მნიშვნევლობაზე. ამისათვის საჭიროა აიღოთ ფურცელი და პასტა, ჩამოწეროთ საკუთარი დადებითი და უარყოფითი თვისებები. საკუთარ უპირეტესობებში ჩამოწერეთ თქვენს მიერ მიღებული ცოდნა და გადადგმული სწორი ნაბიჯები, გარეგნული უპირატესობები და ასევე ხასიათის შტრიხებიც. რაც შეეხება უარყოფითს, ნუ გაექცევით მას. ყველაზე გამოხატული რომლებიც გიშლით ხელს ჩამოწერეთ მაგ: გიჭირთ სხვების აზრის უარტყოფა, არ ხართ პრინციპული, ზედმეტ მორიდებულობა და სხვა. მაშინ როცა თავს ვერ იგრძნობთ კარგად და დაიწყებთ ყოყმანს, აუცილებლად გადახედეთ თქვენს დაწერილ ფურცელს და გაიხსენეთ თუ რამდენი კარგი თვისება გაქვთ.

 

დაიწყეთ მუშაობა თქვენს ნაკლების სიაზე. გადახედეთ კიდევ ერთხელ, შეამატეთ პუნქტები, ხოლო პუნქტების ქვემოთ ჩამოწერეთ თუ როგორ შეიძლება მათი შეცვლა და მათგან გათავისუფლება. თუ გიჭირთ უცხო ადამაინებთან ურთიერთობის დაწყება, გახსენით პროფილი ინტერნეტში, ელექტრონული საუბრები ინტერნეტში არანაირ ვალდებულებებს არ გიქმნით, თუმცა დაგეხმარებათ გარშემომყოფების გაცნობაში და მორიდებულობაც გაქრება. შეეცადეთ გარკვეული დროის შემდეგ რეალობაშიც გადმოიტანოთ ნაცნობობა. თუ გიჭირთ სხვების აზრების და შეხედულებების უარყოფა და შემოტავაზებაზე უარის თქმა? დაფიქრდით კარგად, არაფერი გაქვთ სათქმელი? ამდენი ხნის მანძილზე თქვენც ხო დააგროვეთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, აქედან გამომდინარე სიტყვის თქმა და აზრის გამოხატვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ. არ ღირს დაეთანხმოთ იმაზე რაც არ გაწყობთ. მტკიცედ დააფიქსირეთ და გადმოეცით თქვენი პოზიცია, ამგვარად მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ თანამოსაბრისგან.

 

თუ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, აუხსენით მას თუ რატომ არ გააკეთებთ იმას რაც მას უნდა. ჩამოთვალეთ ყველა ამოცანა და საქმე რომლებიც ბევრად პრიორიტეტულია იმ დროისთვის გასაკეთებლად ვიდრე მისი პრობლემა. დაუფიქსირეთ, რომ ამ მომენტისთვის არ შეგიძლიათ თქვენი პირადი საქმეების გადადება. როგორც წესი ეს ხერხი ეფექტურია იმისათვის რომ შეაწყვეტინოთ თანამოსაუბრეს მონოლოგი.

 

ყველაზე ძნელი და რთულია როცა თქვენზე მანიპულირებას ცდილობენ ძალიან ახლო და საყვარელი ადამიანები. ასეთ დროს როგორც წესი წინა პლანზე მოდის შანტაჟი, სითბო, მოფერება, ეშმაკობა და ა,შ. თუ თქვენ მიხვდით და დარწმუნებული ხართ რომ თქვენით მანიპულირებას ცდილობენ, პირდაპირ უთხარით მას ამის შესახებ. თხოვეთ აგიხსნათ რატომ აკეთებს იმას ამას და რისი მიღწევა უნდა? დააყეენთ ის ისეთ პოზიციაზე, რომ მან დაიწყოს თავის მართლება და ახსნას მისი საქციელი. შემდეგ ჯერზე, ის დაფიქრდება ღირს თუ არა კვლავ სცადოს თქვენზე მანიპულირების მოხდენა. აუცილებლად გაავლეთ ხაზი ნამდვილ მიზანმიმართულ მანიპულირებაზე და გულწრფელ თხოვნაზე, როდესაც თქვენგან საჭიროებენ დახმარებას.