ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ მოვიხსნათ თავის ტკივილი წამლების გარეშე

როგორ მოვიხსნათ თავის ტკივილი წამლების გარეშე

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თავის ტკივილი ხანდახან უცებ იწყება ხოლმე. ექიმები კი ამბობენ, რომ მისი მოთმენა არ შეიძლება. ეს კი ნამდვილად მართალია. აქედან გამომდინარე, როცა თქვენ შეგაწუხებთ თავის ტკივილი და ხელთ არ გაქვთ არანირი გამაყუჩებელი წამალი, გამოგადგებათ მარტივი ინსტრუქცია, რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი. ის გამომდინარეობს მარილის კომპრესსში. არის ძალიან მარტივი, და ადვილად გასაკეთებელი. ასევე ეს რჩევები გამოადგებათ მათ, ვისაც არ უყვარს წამლების დალევა.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • თბილი წყალი
  • საკვები მარილი
  • მარლა
  • თბილი შარფი

საფეხურები

  1. 1
    აიხეთ მარლის ნაჭერი, ან მარლისმაგვარი ნაჭერი რამე.გადაკეცეთ ის რამდეიმე ფენად. ნაჭრის/მარლის სიგრძე უნდაიყოს თქვენი თავის გარშემოწირულობის. ხოლო სიგანე უნდა იყოს შუბლის ზომის.
  2. 2
    გააცხელე 1 ჭიქა წყალი დაახლოებით 60 გრადუსამდე (არ აადუღოთ). გაცხელების შემდეგ, წყალი გადაასხით ჩიქაში და ჩაყარეთ მასში 2 ჩაის კოვზი მარილი. მოურიეთ მარილს მანამ, სანამის ბოლომდე არ გ აიხსნება. თუ ოდნავ რამე დარჩა გაუხსნელი მოაშორეთ ნადები კოვზით. ამ გზით თქვენ გამოგივათ 8% იანი მარილის ხსნრი. ეს კი დაგეხმარებათ თქვენ მოიხსნათ თავის ტკივილი სულ რაღაც 20 წუთში.
  3. 3
    კომპრესის დადების წინ დაისველეთ ხსნარით შუბლი, ყურების მიმდებარი ტერიტორია და კეფა. შემდეგ აიღეთ მარლა და ჩაალბეთ მარილიან წყალში. დაელოდეთ ცოტა გაგრილდეს. კომპრესი კარგად უნდა ეკვროდეს თავს. აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ კომპრესსზემოდან დაფიქსირებთ შარფით. კომპრესის დაფიქსირების შემდეგ კომფორტულად/მოხერხებულად წამოწექით და მაქსიმალურად მოდუნდით 20 წუთით. თუ გექნებათ სურვილი შეგიძლიათ დაბალ ხმაზე წყნარ დამამშვიდებელმუსიკას მოუსმინეთ. კარგია თუ დახუჭავთ თვალებს, ბევრად უკეთ ირგძნობთ თავს.

    20 წუთის გასვლის შემდეგ მოიხსენით კომპრესი. ის ადგილები სადაც გეხებოდათ მარლა და დასველებული გაქვთ, გაიწმინდეთ წყლით სუფთა წყლით.