როგორ გადავიტანოთ (დავძლიოთ) წყენა, 6 რჩევა ამ საზიზღარი გრზნობის გასაკონტროლებლად - rogor.ge

როგორ გადავიტანოთ (დავძლიოთ) წყენა, 6 რჩევა ამ საზიზღარი გრზნობის გასაკონტროლებლად

 

გაუმართლებელი მოლოდინი. ჩვენ ხშირად ვბრაზდებით იმაზე, რომ ადამიანები არ აკეთებენ იმას რაც ჩვენ გვსურს და მიგვაჩნია სწორად. დაიმახსოვრეთ, რომ არავის მიმართ არ არის ვალდებული. უახლოესი ადამიანიც კი, ეს არის ცალკე პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ქონდეს საკუთარი შეხედულებები და იცხოვროს ისე როგორც თვლის საჭიროდ. იყავი მუდამ მადლიერი იმისა, როცა ადამიანები რამე კარგს და პოზიტიურს აკეთევენ თქვენთვის, ხოლო როცა ისინი არ გამოთქვამენ რაღაც ეტაპზე თქვენი დახმარების სურვილს, ნუ გეწყინებათ, ეს მათი უფლებაა. მიიღე და გაანალიზე, რომ თუ ვინმე რამე კარგს და სასარგებლოს გიკეთებს ეს არ არის სავალდებულო, ეს აუცილებლად ასე არ უნდა მომხდარიყო, მიიღე ეს ყველფერი როგორც საჩუქარი და დაიმახსოვრე სიკეთე.

 

გონებით გადაერთე მომავალში. წამით წარმოიდგინე, რომ გავიდა 10 წელი და დაუსვი საკუთარ თავს ემდეგი კითხვა "რამდენად მნიშვნელოვანი დღევანდელი წყენა?" როგორც წესი ამ კითხვაზე პასუხი უმეტესს შემთხვევაში არის უარყოფითი. აქედან გამომდინარე, დაფიქრდი ღირს თუ არა ამდენი ნერვიულობა და რამეზე რეაგირებ რომელიც ასე უმნიშვნელო იქნება მომავალში?

 

პატიების (შედობის) მნიშვნელობა. თუ ფიქრობთ, რომ ძალიან - ძალიან გაგაბრაზეს და 10 წელი კი არა, არამედ 15-20 წელიც კი არ დაგავიწყდება ეს წყენა, ამ შემთხვევაშიც შეეცადეთ აპატიოთ. პატიებს გარდა სხვა უარყოფითი გნცდები, ფიქრები, ემოციები მიგიყვანთ მხოლოდ შურისძიების სურვილამდე. გახსოვდეთ, რომ თუ შეძლებთ პატიებას, პირველ რიგში საკუთარ თავს უკეთებთ კარგს, ვიდრე მას ვინც გაწყენინათ, რადგან თავისუფლდებით, იშრებთ მძიმე ტვირთს, არ ხარჯავთ დროსა და ნერვებს საპაუსიხო ქმედებების დაგეგმვასა და სიცხადეში მოყვანაზე.

 

ნუ მიაქცევთ ყურადღებას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც განგებ მოქმედბენ გარშემომყოფების ნერვებზე. ისინი ისე იქცევიან და ისეთ რამეებს საუბრობენ, რომ გაანაწყენონ ადამიანები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენზე ძალიან მოქმედებს თუ რას ლაპარაკობენ თქვენზე ან აკეთევენ თქვენს თანდასწრებით, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. მოიქცით ისე, თითქოს საერთოდ არ გაღელვებთ და სულერთია თქვენთვის. ეს გამოიწვევს შემდეგ, ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ითამაშოს თქვენს გრძნობებზე და ხვდება, რომ ეს არ გამოდის, ცოტა ხანში მოგერიდებათ თვითონ და შეწყვეტს ამდაგვარად ქცევას.

 

იყავი დიდი. ბავშვობაში შეგეძლოთ გეტირათ და მშობლები მოგცემდნენ იმას რას გსურდათ, მაგამ იცოდეთ, რომ უფროსების სამყაროში ასე აღარ ხდება. მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ განაწყენდით, ან გაიბუტეთ, ამის გამო სხვები არ წამოვლენ კომპრომისზე. ამ გზით იმაზე რეაგირება, რა მოგწონათ და რა არა ნამდვილად არაფერში წაგადგებათ. მოუსმინეთ ადამიანებს კარგად, გამოიტანეთ სწორი დასკვნები.

 

შეიცოდეთ ადამაინი რომელმაც გაწყენინათ.ბედნიერი აამიანი არასდროს არ ცხოვრობს სხისი ცხოვრებით, არ ცდილობს ვინმე დაამციროს და აწყენინოს.იცოდეთ ადამიანები რომლებიც ასე იქცევიან არ არიან ბედნიერები და წარმატებულები. შინაგანად მათ რაღაც აწუებთ და თავისი საქციელით ცდილობენ ამის გადაფარვას. თქვენ კი შეეცდეთ ეს დაინახოთ, გაანალიზოთ და შეიკავოთ თავი მათ უადგილო ფრაზებზე და ქცევბზე.