როგორ შევაჩეროთ სხვისი ნეგატივის შთანთქმა: 8 საქმიანი რჩევა, რომლებიც გაგიადვილებთ ცხოვრებას - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ სხვისი ნეგატივის შთანთქმა: 8 საქმიანი რჩევა, რომლებიც გაგიადვილებთ ცხოვრებას

 

განსაზღვრეთ ზეგავლენა თქვენ ემპათი ხართ, თუ გამოირჩევით ზედმეტად ემოციურობით. თქვენ ფიზიკურად გრძნობთ სხვის შიშსა და განცდებს. ასევე სწრაფად იღლებით დიდი რაოდენობით ადამიანებისგან. თქვენ გამუდმებით ფიქრობთ საკუთარ განცდებზე. ეს არ არის ცუდი, თუმცა შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ იმ ადამიანების ზეგავლენა თქვენზე, რომლებთანაც არ ხართი ახლო ურთიერთობაში.

 

მოძებნეთ დარდის მიზეზი შეეცადეთ განსაზღვროთ, სად ან ვისში არის დარდის მიზეზი.

 

შეეცადეთ თავი აარიდოთ ნეგატივის მატარებელ ადამიანებს იფიქრეთ საკუთარ თავზე. ეგოიზმი ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა. თუ ტრანსპორტში, თქვენ გვერდით იმყოფება მოწყენილი ადამიანი, უბრალოდ სხვაგან გადაჯექით. არ შეგეშინდეთ ამით ვინმესთვის წყენინების. თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან იქონიეთ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.

 

კონცენტრაცია გააკეთეთ სუნთქვაზე თუ თქვენ შემოგაწვათ ჭარბი უარყოფითი ემოეციები, "შეისუნთქეთ სიმშვიდე და გამოუშვით ნეგატივი". გაათავისუფლეთ გონება შიშისა და სხვა ნეგატიური ემოციებისგან.

 

დამცავი ფარი ყოველ ჯერზე, როცა იქნებით ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც გაღიზიანებენ, აზრობრივად წარმოიდგინეთ თქვენ წინ ფურცელი. იფიქრეთ მასზე, როგორც ფარზე, რომელიც უკუაგდებს მთელ ნეგატივს.

 

ნუ იქნებით სხვაზე დამოკიდებული ნებისმიერ სიტუაციაში, თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებული სხვა ადამიანზე და იყოთ მასთან დავლდებული. დაიტოვეთ ფული ტაქსისათვის და გადაიხადეთ გადასახადები. თუ გსურთ წვეულებიდან ნაადრევად წასვლა, წადით. ნუ დაელოდებით ნურავის.

 

მოძებნეთ პოზიტივის წყარო დაუნიშნეთ შეხვედრა ადამიანს, რომელიც თქვენში იწვევს დადებით ემოციებს. შთანთქეთ მისი პოზიტივი. ასევე უყურეთ საინტერესო და მხიარულ ფილმებს. არავითარ შემთხვევაში არ მოუსმინოთ დეპრესიულ მუსიკას.

 

ხშირად გაატარეთ დრო ბუნებაში თუ გსურთ დროის მარტო გატარება, ბუნებაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ეს შეიძლება იყოს ტყე, ქალაქში არსებული სკვერი ან პლაჟი. ეს ძლიერ დაგეხმარებათ მოდუნებაში.

 

თანაგრძნობა და განცდა - ძალიან კარგია, მაგამ მხოლოდ ზომიერად. თუ მიჰყვებით და დაიცავთ ამ წესებს, მაშინ თქვენი ცხოვრება ბევრად მარტივი გახდება. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენ მეგობრებს, ასწავლეთ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა ნეგატივს.