როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ თირკმელების ანთება

 

მიზეზი, რომლის გამოც ჩვეულებრივ იწყება თირკმელების ნათება - ორგანიზმში ისეთი ბაქტერიების მოხვედრაა, როგორიცაა სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და სხვა. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, შეშუპება (უმეტესწილად სახის მიდამოებში), საერთო სისუსტე, ტკივილები წელის არეში, შარდის ფერისა და შემადგენლობის ცვლილება, სისხლოვანი გამონადენი და სხვა.

 

თირკმელების ანთების მკურნალობა უმეტეს შემთხვევებში არის კომპლექსური. იგი შეიცავს: მედიკამენტოზური პრეპარატებით მკურნალობას (ანტიბიოტიკებს, უროსეპტიკებს, შარდგამომშვებ ნივთიერებებს, ჰიპოტენზიურ პრეპარატებს), დიეტას და ფიტოთერაპიას

 

დიეტური კვება დიდ როლს თამაშობს თირკმელების ანთების მკურნალობაში. საჭიროა კვების რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანა, რომლებსაც აქვს შარდმდენი ეფექტი (ნესვი, საზამთრო, გოგრა). თუ ვლინდება არტერიული წნევის ზრდა, მაშინ საჭირო ხდება მიღებული წყლის რაოდენობის შემცირება. გამორიცხულია ისეთი პროდუქტების მიღება, რომელბიც ზრდიან თირკმელებზე დატვირთვას: ცხარე სუნელები, ცხიმიანი ხორცი, მლაშე და შემწვარი.

 

მინდვრის ხვიშას, შტოშის ფოთლების, ველური ვარდის, კრაზანას ნახარშების მიღება. ბოსტნეულების წვენს შეუძლია დადებითი ეფექტი იქონიოს მკურნალობის პროცესზე. ჭარხლის წვენი დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებაში.