როგორ შევარჩიოთ ლეპტოპის (ნოუთბუქის) ჩანთა - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ლეპტოპის (ნოუთბუქის) ჩანთა

 

ძირითად კრიტერიუმით, რითიც უნდა იხელმძღვანელოთ ნოუთბუქის ჩანთის შეძენისას, არის მოწყობილობის ზომა. ეს იზომება ეკრანის დიაგონალით. პატარა ლეპტოპები, დაიწყებენ მოძრაობას დიდი ჩანთებში, რომლებიც განსაზღვრულია 16 დიუიმიანი მონიტორების მქონე კომპიუტერებისთვის. რაც შეეხება ნოუთბუქებს, რომლების ეკრანიც არის 17-იანი, არ მოთავსდება შედარბით პატარა ზომის ჩანთაში, რომლებიც გათვლილია 15 დიუიმიანი მოწყობილობებისთვის. თუ არ იცით გაიგეთ თქვენი ტექნიკის ეკრანის ზომა, ან ყიდვისას მოაზომეთ.

 

შეისწავლეთ ნოუთბუქის ჩანთის ფუნქცონალურობა. გაამახვილეთ ყურადღება გამოყოფილ სპეციალურ სათავსოებზე, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ პორტატული მაუსი და დამტენი. ასევე კარგია თუ ექნება როგორც ფლეშ მეხსიერების ბარათის შესანახი ადგილი ასევე დისკების. სასურველია ელვაზე იყოს ეს სათავსოები, რაც დაიცავს შიგნით შენახული ნივთებს გარეთ გადმოვარდისგან.

 

ლეპტოპის ჩანთას უნდა ჰქონდეს მხარზე გადასაკიდი ღვედი, რადგან მისმა წონამ ტრანსპორტირებისას შესაძლოა მიაღწიოს 5-6 კილოს. ბევრ მაღაზიებში იყიდება სპეციალური ჩანთები ლეპტოპებისთვის, თუმცა გაითვალისწინეთ ხარისხი, ღვედი, ხელის მოსაკიდი ადგილი, ეს დეტალები უნდაიყოს საკმარისად განიერი და ფართე, რომ არ შეუქმნას სხეულზე კონტაქტისას დისკომფორტი. მხარზე გადასაკიდ ღვედს უნდა ქონდეს სპეცილაური რბილობიანი ადგილი, რომლითაც უნდა მოხდეს ჩანთის მხარზე გადაკიდება. ეს დეტალი გაგიადვილებთ ჩანთის ტარებას, რადგან არ ჩამოგიცურდებათ ჩანთა მხრიდან.

 

შეამოწმეთ ჩანთის გამძლეობა. ტიპიური ნივთი უნდა იყოს დამზადებული მჭირდრო სინთეთიკური მატერიისგან, შეიძლება იყოს ხელოვნური ან ნატურალური ტყავისგან. შიდა ფართი უნდა იყოს იზოლირებული დანრჩენი ჩანთისგან, სადაც ჩაიდება კომპიუტერი და დამაგრდება შიდა მცირე ღვედით. მისი წყალობით მოწყობილობა ჩანთაში იქნება დაფიქსირებული მჭირდროდ. ჩანთა გარედან უნდა იყოს საკმარისად მყარი, არ უნდა იღებდეს დეოფრმაციას და დავარდნისას უნდა იცვდეს კომპიუტერს დაზიანებისგან.

 

დარწმუნდით, რომ ჩანთა შიგნიდან არის რბილი, საჭიროა შრე, რომელიც შედგება ამორტიზირებადი მატერიისგან. სწორად ეს იცავს შემთხვევითი დარტყმებისგან მოძრაობისას. ყიდვის წინ, საბოლოოდ მინც გადახედეთ ნაკერებს ყველა კუთხიდან,ასევე ყველა ელვა შეამოწმეთ, რომ კარგად იკეტებოდეს და იხსნებოდეს.