როგორ გამოვიდეთ Selfie-ში კარგად - rogor.ge

როგორ გამოვიდეთ Selfie-ში კარგად

 

ფოტოს გადაღებას მიუდექით იუმორით. საინფორმაციო ლენტაში (news feed) ძალიან ბევრი მოდური და სერიოზული ფოტოა, თუ თქვენ გინდათ გამოჩნდეთ განსხვავებულად გაიღიმეთ მეტი, მხიარულებითა და იუმორით მიუდექით სელფის გადაღებას, შეეცადეთ პოზიტიური და გამორჩეული ფოტო გამოვიდეს.

 

კარგია თუ მოახერხებთ და სელფის გადაიღებთ ცნობილ მომღერლებთან და მსახიობებთან, ისინი როგორც წესი არტისტულები არიან და იციან კარგად პოზირება, აქედან გამომდიანრე თქვენი მათთან ერთად გადაღებული ფოტო დააგროვებს ბევრად მეტ მოწონება ვიდრე მათ გარეშე.

 

მიაქციეთ ყურადღება ადგილს სადაც იღებთ ფოტოს. არავის გააოცებს სელფი მაღაზიაში, ან სააბაზანოში. საერთოდ სხვა მოცემულებააა თუ შეძლებთ და ფოტოს გადაიღებთ მთის წვერზე, ან ისეთ ადგილას სადაც ყოველდღე ვერ მოხვდება ადამიანი და გამორჩეულია სილამაზით და მდებარობით. ასეთი ადგილები თქვენს სელფის გახდიან ბევრად უფრო ლამაზსა და საინტერესოს ვიდრე ჩვეულებრივი.

 

სელფის გადაღებისას არ გირჩევთ თავის ზედმეტად მორთვას. ჩვეულებრივ პირობებში თქვენ ნამდვილად ვერ გაუთანაბრდებით ფოტო მოდელების ფოტოებს, რომელთა ლამაზი ფოტოს გადასაღებად მუშაობს მთელი გუნდი, განსაკუთრებით გრიმიორები და კოსმეტოლოგები და მზადება მიდის დიდი ხნის მანძილზე. როგორც წესი, სელფი ლამაზი გამოდის უშუალო გადაღებისას, ან რამე ჩვეულებრივ სიტუაციაში. თუ პროფესიონალური ფოტოს გადაღება გსურთ, ეს მაშინ ეს სელფის თემატიკას სცდება.

 

შინაური ცხოველები - კიდევ ერთი იდეა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სელფიში ლამაზად გამოხვიდეთ. კნუტი, ლეკვი, ბაჭია, კუ - როგორც წესი ისინი ძალიან საყვრლები არიან, ხოლო ფოტოზე კი უფრო ლამაზები და საყვარლები გამოდიან.