ფსიქოლოგია და ურთიერთობები

ფსიქოლოგია

პრაქტიკული ფსიქოლოგია

როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს (წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა)

როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს (წარმატებული ადამიანების 8 ჩვევა)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

ყოველთვის ოცდებიან, როცა ზოგიეთ ადამიანს გამოსდის ყველფრის დროულად გაკეთება, მაშინ როცა უმეტესობისთვის იგივე რამის გამეორება ფაქტიურად წარმოუდგენელია. არსებობს რამდენიმე სასარგებლო ჩვევა, რომლებიც განასხვავებს ერთმანეთისგან ამ ორი ტიპის ადამიანებს. ამ ჩვევების გამოყენებით ისინი ფაქტიურად ყველანაირ საქმიანობაში აღწევენ წარმატებებს რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი. გაეცანი ინსტრუქციას ბოლომდე, გააცნობიერე და დაიმახსოვრე, ამ ჩვევების გამოყენებით მიღებული რეზულტატი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

 

საფეხურები

  1. 1 გაიჩინე,შექმენი საყვარელი რიტუალი.
    თქვენ უნდა გქონდეთ დილის იტუალი, რომელიც დაგეხმარებათ აზრების მოკრებას საქმის დაწყების წინ. ეს შეიძლება იყოს ჩაის/ყავის ნელი დალევა ან დილის გასეირნება, სირბლი დილით, მუსიკის მოსმენა და ა.შ. მთავარია ეს რიტუალი იყოს რეგულარული და განიჭებდეთ სიამოვნებას.
  2. 2 დახარჯეთ დრო მიზნების დასახვასა და მათ მისაღწევად საჭირო გეგმის დეტალურად შედგენაში .
    მიზნების ნათლად დასახვა და მათ მისაღწევი ნაბიჯების გაანალიზება დაგეხმარებათ დროისა და ენერგიის დაზოგვაში, ამ გზით თქვენ არ მოცდებით წვრილმანებზე. გარდა ამისა, გაგირთულდებათ იყო უსაქმოდ, მაშინ როცა თქვენს წინ გამზადებული გეგმა დევს იმისა, თუ როგორ უნდა გახდეთ წარმატებული. სასურველი შედეგების სიის ქაღალდზე დატანებით, თქვენ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ იმას, რომ იცით რა გსურთ, ხოლო როცა რამის მიღწევა ძალიან გინდათ, და ქმედებთ, მოვლენები ისე ვითადება, თითქოს მთელი სამყარო გეხმარებათ მის მიღწევაში.
  3. 3 სამუშაო დაიწყეთ ყველაზე რთული საქმით.
    დაიწყეთ იმ საქმის გაკეთება, რომლებსაც ყველაზე მეტად არიდებთ თავს და გეზარებათ, მითუმეტესს თუ იცით, რომ ის აუცილებლად თქვენი გასაკეთებელია მოგვიანებით მაინც. ეს საქმე შეიძლება ჩანდეს რთულად და მოითხოვდეს ბევრ ძალისხმევას. ასეთი საქმეების დილიდანვე გაკეთება გამოგივათ ბევრად უკეთ, ასევე არ ინერვიულებთ, რომ ის საქმე რომლის გაკეთებაც საშინლად არ გინდათ დღის ბოლოს მაინც გასაკეთებელია.
  4. 4 შეამოწმეთ ელ-ფოსტა უფრო იშვიათად
    წარმატებული ადამიანები არ ამოწმებენ ფოსტას ყოველ ნახევარ საათში. მაქსიმუმ 2-3 ჯერ დღეში, ან მხოლოდ მაშინ როცა საჩქარო წერილს ელოდებიან. კვლევებმა დაადგინეს, რომ ვინც სისტემატურად მალმალე ამოწმებს ფოსტას აქვთ მომატებული სტრესის დონე.
  5. 5 რეგულარულად აკეთეთ შესვენებები
    შესვენება რეკომენდებულია ყოველ საათნახევარში, იმისათვის, რომ განიტვირთოთ, ფეხზე წამოდგეთ ცოტა გაიაროთ და საქმის გარდა გქონდეთ ურიერთობა და კონტაქტი ადამიანებთან. ასევე შეგიძლია მცირე ვარჯიშები გააკეთო რომ სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს. ამ გზით ენერგია უფრო დაზოგავთ მთელი დღის მანძილზე.
  6. 6 სადილის შესვენებაზე გაისერინეთ
    კვლევებმა აჩვენეს, რომ თანამშრომლები რომლებიც ახორციელებდნენ 30 წუთიან გასეირნებას, სადილის შესვენებისას სამუშაოზე ბევრად ენერგიულები ბრუნდებდნენ და ისინ არიან ნაკლებად მიდრეკილები სტრესისკენ.
  7. 7 გადააქციე ძილი საკუთარი პრიორიტეტად
    ძილის უკმარსობა მნიშვნელოვნად მოქმედებს პროდუქტიოლობაზე, ასევე განწყობასა და თვითშეგრძნებაზე, აქედან გამომდინარე აუცილებლად შეეცადეთ, რომ კარგად გამოიძინოთ და მოახდინოთ ენერგიისა და ძალების აღდგენა, ნუ იქნებით დილის ყავის იმედზე.
  8. 8 ისწავლეთ შეცდომებზე და იმოძრავეთ წინ
    წარამტებულბი ადამიანები ყოველთვის ახდენენ საკუთარი შეცდომების ანალიზს და იკვლევენ წარუმატებლობის მიზეზებს. ისინი მუდმივად იგებენ თუ რა წავიდა ისე როგორც არ იყო დაგეგმილი, ამ თვისების წტალობით ისინი თითქმის არასდროს არ უშვებენ მსგავსს შეცდომების გამეორებას.

გაფრთხილებები

  • ყოველ თქვენგანს შეუძლია წარმოუდგენელი რამეების გაკეთება, მთავარია სურვილი დამონდომება, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის რა უნდა და რასაც აკეთებს მის მისაღწევად, აზრობრივად აძლევს ნებას, უფრო მეტიც აიძულებს გარემოებებს, რომ ყველაფერი ისე მოხდეს როგორც მას სურს. დროებითი შებრკოლებების დროსაც არ ნებდება და აგრძელებს საქმიანობას. აიღე შეიარაღებაში ეს 8 წესს-ჩვეულება, ისინი დაგეხმარებიან თქვენ რომ გახდეთ უკეთესი უკვე ახლავე !