როგორ შევაჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა სწრაფად - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ ცხვირიდან სისხლდენა სწრაფად

 

პირველი და ყველაზე მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, რომ უნდა შეინარჩნოთ სიმშვიდე. სისხლის დანახვა ბევრ ადამიანს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს და პანიკამდეც კი მიყავს. აუცილებელია თავი ხელში აიყვანოთ და ზედმეტად ორგანიზმი არ დასტრესოთ. ახლა კი წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, დაიმახსოვრეთ და მზად იყავით, საჭიროების შემთხვევაში გმოიყენოთ მიღებული ინფორმაცია.

 

თუ დაგეწყოთ სისხლდენა, აუცილებლად დაჯექით მაქსიმალურად მოხერხებულად, თავი გადაწიეთ უკან და ისუნთქეთ ცხვირით. ნესტოები მაქსიმალურად მიუახლოვე ერთამენთს და მოუჭირეთ თითებით. გარკვეული დროით გეჭიროთ ცხვირის ნესტოები მასეთ მდგომარეობაში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კი შეამოწმეთ კვლავ მოგდით თუ არა სისხლი.

 

იმისათვის, რომ მალევე შეაჩეროთ სისხლდენა, აუცილებელია ცივი მიიდოთ თვალებს შუა, ზუსტად იმ ადგილას სადაც ცხვირი იწყება. ყველაზე კარგია, თუ შენობაში ხართ და გაქვთ ყინულის საშუალება, გაახვიეთ ნაჭერში და მიიდეთ 5 წუთით მაინც. სიცივე გამოიწვევს სისხლის შედედებას.

 

არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ ზურგზე, გაკვეული დროით მაინც, სანამ ბოლომდე არ შეწყდება სისხლდენა. ასევე ნუ დაიწყებთ ცხვირით სუნთქვას მაშინვე, როგორც კი სისხლი შეწყვეტს დინებას, რადგან ამან შესაძლოა კვლავ ხელმეორედ გამოიწვიოს გამეორება.

 

თუ სისხლდენა დაეწყო ბავშვს, დაისვით ის მუხლებზე, და მოუჭირეთ თითები ნესტოებზე. ბავშვები კარგად გრძნობენ, როცა უფროსებსაც ეშინიათ, ამიტომ იყავით ცივსისხლიანი, არ შეგეშინდეთ, რადგან ბავშვიც შეშინდება და ეს გამოიწვევს სისხლდენის გამეორებას და უფრო გამძაფრებას.

 

ცხვირიდან სისხლდენის შეჩერების ასევე ეფექტური საშუალებაა მარილმჟავის ხსნარი. აიღეთ ზომის მცირე ყავის ჭიქა, ჩაყარეთ მასში 1 კოვზი მარილი დაასხით ცივი წყალი, ჭიქა რომ გაავსოს ნახევრმდე. კოვზით მოურიეთ რამდენიმე წამი და გაიხსნება. მოათავსეთ მასში ბამბა, კარგად რომ დასველდეს და იმ ნესტოში მოათავსეთ საიდანაც სისხლი მოგდით. გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით არ ჩაყაროთ მარილი, თორე მარილის ხსნარი გამოვა ძალიან ძლიერი და ჩაგწვავთ ცხვირსა და ყელს.

 

თუ სუსხლდენა ცხვირიდან არ ჩერდება 10-15 წუთის მანძილზე და თან მატულობს, აუცილებლად უნდა დარეკოთ ექიმთან ან სასწაფოსთან. მიმართეთ ასევე სპეციალისტს, თუ სისხლდენა დაიწყო თავის ძლიერი დარტყმის შემდეგ. ასევე სისტემატურად, კვირაში 2-3 ჯერ რეგულარული სისხლდენაც, სერიოზული მიზეზია, რომ ესტუმროთ საავადმყოფოს და ექიმს გაესინჯოთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, მოუფრთხილდით თავს და გარშემომყოფებს - ეს ძლიან მნიშვნელოვანია. გაუზირეთ ინფორმაცია მეგობრებს, ასეთი სიტუაციისგან არავინაა დაზღვეული.