როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს - rogor.ge

როგორ მივაჩვიოთ კატა ტუალეტს

თუ თქვენმა ფისომ არ იცის ქვიშაზე მისთვის გამოყოფილ ადგილას მოსაქმება, აუცილებელია პირველ რიგში ჯერ ეგ მიაჩვიოთ მას და შემდეგ გადახვიდეთ მისთვის ტუალეტით სარგებლობის შესწავლაზე. კარგია, თუ მისთვის განკუთვნილი ქვიშა მოთავსებულია ტუალეტში, ის ოთახს მაინც იქნება მიჩვეული, ხოლო თუ ის დევს დერეფანში, ან სხვა ოთახში თქვენ მოგიწევთ გარკვეული დროის მანძილზე მისთვის ადგილის შეცვლა და ნელ-ნელა, 5-10 სმ ით გადაადგილება ტუალეტისკენ.

სინა, რაზეც არის ქვიშა მოთავსებული მოათავსეთ უნიტაზის პირდაპირ.მას შემდეგ რაც კატა მიეჩვევა მის ახალ მდებარეობას გადადიხართ შემდეგ პროცესზე, აჩვევთ მას უნიტაზს. ყოველი გამოყენების შემდეგ მოათავსეთ სინის ქვეშ გაზეთები და ჟურნალები და აწიეთ ის არაუმეტესს 2 სანტიმეტრისა თითო ჯერზე. თუ რამე სახის სიჯიუტე შენიშნეთ შინაური ცხოველისგან ცოტა ხნით შეჩერდით. საშუალო აღნიშნული პროცესი გრძელდება 15 დღე. რა თქმა უნდა, გაზეთების და ჟურნალების "სიმაღლე" უნდა იყოს მყარი, რომ ის არ გადმოვარდეს ყველაზე არახელსაყრელ დროს. გაზეთებით ამაღლება საჭიროა, რომ ფისო მიეჩვიოს სიმაღლეზე მოსაქმებას. ყოველ სიმაღლის მომატებასთან ერთად, ცოტ-ცოტათი შეამცირეთ ქვიშისა და დანამტის რაოდენობა, სანამ საერთო აღარ დარჩება.

მას შემდეგ, რაც სინა მიაღწევს უნიტაზის მსგავსს სიმაღლეს, ის დადგით უნიტაზის დასაფარებელზე. ასევე შეგიძლიათ ცოტ-ცოტათი სანამ გამოცლით გაზეთებს მიაახლოვოთ ხოლმე უნიტასთან. ოღონდ მაქსიმალურად მყარად უნდა იყოს დაფიქსირებული, არ უნდა მოძრაობდეს მაშინ როცა კატა ახტება მასზე უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად.

როცა ფისო მოისაქმებს სინაზე, რომელიც არის მოთავსებული უნიტაზზე 1-2 დღეში საერთოდ მოაშორეთ მისთვის ნაცნობი სინა მაგ ადგილს. ოღონდ საჭიროა მისი დამალვა,რადგან კატამ ვერ უნდა ნახოს ის, სუნითაც კი. მის გადაგდებას ნუ იჩქარებთ ჯერ - დადეთ აივანზე ან ისეთ ადგილას სადაც არ ნახავს კატა და სუნიც არ დადგება. მისი არქონის შემთხვევაში კატას მოუწევს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმატოფილება უნიტაზზე. როცა ის ახტება უნიტაზზე და ვერ ნახავს თავის სინას, სხვა გზა არ ექნება და მოისაქმებს მანდ. მას შემდეგ საბოლოოდ მიეჩვევა თქვენი საყვარელი შინაური ცხოველი უნიტაზის გამოყენებას, შემდეგ შეგიძლიათ გადააგდოთ კატის ტუალეტი და ქვიშა.